Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილეური ღვინოები ძვირდება

ჩილელი ღვინის ბროკერები და მეწარმეები ირწმუნებიან, რომ ჩილეური ღვინოების ფასი საგრძნობლად მოიმატებს. ამის მიზეზად კი სექტემბრის უჩვეულოდ ცივ ამინდს ასახელებენ, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. სექტემბერში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა და რვა დღის განმავლობაში ამინდი არ გაუმჯობესებულა. ამ საშინელი პირობების გამო კი, პირველ რიგში, შარდონეს ჯიშის ყურძენი დაზიანდა. შედარებით ნაკლები ზარალი ნახეს პინო ნუარისა და სოვინიონ ბლანის მეპატრონეებმა, მერლოსა და კაბერნე სოვინიონის ვენახები კი ყინვას გადაურჩნენ.

ასოციაცია Wines of Chile (რომელიც ქვეყანაში ღვინის მწარმოებელთა 90%-ს აერთიანებს) კი ირწმუნება, რომ სანერვიულო არაფერია და ღვინის ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა. თუმცაღა, ჩილეური ღვინოების ფასმა უკვე საგრძნობლად იმატა. ფასების ეს ზრდა კი არა მხოლოდ ჩამოსასხმელ, არამედ ბოთლებში ჩამოსხმულ და ცქრიალა ღვინოებსაც ეხება.

რამდენად გაძვირდება ჩილეური ღვინო, ჯერ ამის თქმა რთულია. თუმცა ღვინის ბროკერები აღნიშანვენ, რომ დღეს ერთი ბოთლის საშუალო ფასი 2,50 დოლარია, მაშინ როცა გასულ წელს ფასი 2,03 დოლარს არ აღემატებოდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული