გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი, 2011 - 01:44
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსი - Bruxelles Mondial 2012 წლის 4-6 მაისს პორტუგალიაში, ქალაქ გიმარაეშში ჩატარდება. პორტუგალიის ღვინის ცნობილი რეგიონის - ვინიუ ვერდეს ულამაზესი დედაქალაქი გიმარაეში ევროპის 2012 წლის კულტურულ დედაქალაქადაც აირჩიეს. კონკურსი 2006 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. კონკურსის მასპინძლები თავის დროზე იყვნენ: ლისაბონი, მაასტრიხტი, ბორდო, ვალენსია, პალერმო, ლუქსემბურგი და სხვ. ეს საერთაშორისო კონკურსი პორტუგალიაში უკვე მეორედ იმართება. Bruxelles Mondial-ის მონაცემთა მიხედვით, პორტუგალია ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის რეიტინგით მეოთხე ადგილზეა, რადგან დეგუსტაციებში ამ ქვეყნის 650 ღვინო მონაწილეობდა. მომავალი კონკურსის განრიგი ასეთია:
2011 წლის 20 დეკემბერი – ონლაინ რეგისტრაციის დაწყება;
2012 წლის 3 იანვარი - საკონკურსო ნიმუშების მიღება;
2012 წლის 9 მარტი - ნიმუშების მიღების დასრულება;
2012 წლის 4-6 მაისი - ღვინოების დეგუსტაცია;
2012 წლის 14 მაისი - გამარჯვებული ღვინოების დასახელება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი