Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2011 წლის ათი საუკეთესო შარდონე

ბურგუნდიაში დასრულდა ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსი - The World`s best Chardonnay wines, რომელზეც 38 ქვეყანაში წარმოებული შარდონეს 914 ნიმუში იყო წარმოდგენილი. ტრადიციის თანახმად, კონკურსი პასტერის ინსტიტუტთან არსებულ მამულ Chateau de Ravatis-ში ჩატარდა. ავტორიტეტულმა ექსპერტებმა, რომელთა რიცხვიც რამდენიმე ასეულს აღწევდა, იაპონიიდან ბრაზილიამდე და ავსტრალიიდან კანადამდე დაყენებული შარდონეების დეგუსტაცია მოაწყვეს. ლიდერობა, რა თქმა უნდა, არავის დაუთმო საფრანგეთმა, ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურეს ავსტრიისა და კანადის ღვინოებმა, კონკურსის გამარჯვებულთა შორის კი პირველად აღმოჩნდა ჩეხეთისა და ლიბანის პროდუქცია. კონკურსის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. Vin de Pays d`Oc Terradria Collection 2007, Les Vins Georges Duboeuf (საფრანგეთი)

2. Valais AOC Fin Bec Chardonnay 2008, Cave Fin Bec (შვეიცარია)

3. Chardonnay Vyber z Hroznu 2006, Vinarstvi Josef Valihrach (ჩეხეთი)

4. Chardonnay Grubthal 2007, Weingut Muster, Gamlitz (ავსტრია)

5. Red Rooster Chardonnay 2009, Red Rooster Winery (კანადა)

6. Champagne Blanc de Blancs Brut, Earl Alain Couvreur (საფრანგეთი)

7. Champagne Special Club 2005, Champagne Vazart-Coquart (საფრანგეთი)

8. Vin de Pays d`Oc Mas du Novi 2009, Saint Jean de Noviciat (საფრანგეთი)

9. Valais AOC Chardonnay - Eleve en Barrique Les Coteaux de Sierre 2009, Cave Clos des Cypres (შვეიცარია)

10. Chateau Ksara Chardonnay - Cuvee du Pape 2010,  Ksara (ლიბანი).

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.