Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო "ნაფარეულის” წარმოების მიკროზონა

 
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.
სავენახე ფართობები ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლის საზღვრებში იცვლება. ნაფარეულის გრძედზე კახეთის ვაკის საერთო სიგანე დაახლოებით 20 კმ უდრის.
კავკასიონის მთიანი სისტემის სამხრეთულ დაქანებებზე არსებული სავენახე ფართობების დახრილობა 3-50 ფარგლებში იცვლება. ნაფარეულის სპეციფიკური ზონა მდებარეობს ჩრდილო განედის 42003' დააღმოსავლეთ გრძნ­ედის45031'კოორდინატებზე. იგი მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური.
 
კლიმატი – სპეციფიკური ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. ადგილობრივი კლიმატის თავისებურებას ძირითადად განაპირობებს რელიეფური პირობები და მისთვის დამახასიათებელი ცირკულაციური პროცესები.
მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს, ცის თაღის მეტი მოღრუბლულობის შედეგად, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მდინარის მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ნაკლებია და 2050 საათს უდრის. ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500 საათს არ აღემატება. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან, ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ შეადგენს – 63%-ს; მდებარეობის სითბური ბალანსის ძირითადი წარმომქმნელი კომპონენტი მზის პირდაპირი რადიაცია სხივებისადმი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 120-130 კკალ/სმ2, ხოლო ჰორიზონტალურზე – 70-75 კკალ/სმ2 უდრის. რადიაციული ბალანსი წლიურად 52-54  კკალ/სმ2-ია. მოწმენდილი დღეების რიცხვი (საერთო მოღრუბლულობით) წლიურად 48-ს, ხოლო ქვედა იარუსზე ღრუბლიანობის მიხედვით 89 უდრის. ზაფხულის თვეებში მოწმენდილი დღეები, საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის გათვალისწინებით, შესაბამისად 16 და 23-ს, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 15 და 16 დღეს არ აღემატება.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,40 უდრის. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,50, ყველაზე თბილი თვეების (ივლისი-აგვისტო) კი 23,7–23,40 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130, აბსოლუტური მინიმუმი -240 უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 360, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 390 აღწევს.  
ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგარდი გადასვლა 5.IV-ს, ხოლო აღნიშნულ გრადაციაზე ქვევით ტემპერატურის დაცემა 2.XI-ს ხდება.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა აქ 39200 უდრის. წლების მიხედვით სითბოს ჯამი შეიძლება მერყეობდეს 36000-დან (95%) 4170-მდე (10%).
ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 630 მმ შეადგენს. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (132 მმ) და ივნისში (112 მმ). ყურძნის სიმწიფის პერიოდში (VIII-IX) ნალექების საშუალო რაოდენობა 145 მმ უდრის. ჰიდროთერმული კოეფიციენტი აგვისტო-სექტემბერში 1,0 და 1,3-ს უდრის. აქედან გამომდინარე ყურძნის სიმწიფის პერიოდი, ცალკეული შემთხვევების გარდა, ტენით უზრუნველყოფილია. ცალკეულ წლებში, აგვისტოში ხშირად ადგილი აქვს ტენის დეფიციტს.
ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი გაზაფხულ (34%) – ზაფხულის (32%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (22%) შემოდგომით და ზამთარში (12%) მოდის.
ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა 74%-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 71% უტოლდება, რაც მეტად ახლოსაა ვაზის ბიოლოგიური ფაზებისათვის დადგენილ ხელსაყრელ ნორმასთან (70%). სინოტივე ყველაზე მეტ მნიშვნელობას შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში აღწევს (82%). შედარებით ნაკლებია (66-67%) ზაფხულის მეორე ნახევარში.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (40000) აქ ოთხ წელიწადში ერთჯერ (25%) არის მოსალოდნელი.
შემოდგომით პირველი წაყინვები საშუალოდ 11 ნოემბერს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა 16 ოქტომბერს დაიწყოს.
გაზაფხულის უკანასკნელი წაყინვები საშუალოდ წყდება მარტის ბოლო რიცხვებში. 10 წელიწადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე არ შეწყდეს.
სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1,6 უდრის. სეტყვიანია მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. სეტყვა ყველაზე ხშირად ივნისში (0,5 დღე) და მაისში (0,3 დღე) მოდის. მეტად სეტყვიან წლებში აქ მოსალოდნელია  5 სეტყვიანი დღე.
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130ჩ უდრის. ცივი ჰაერის მასებისაგან დაცულ ცალკეულ ფართობებზე ეს მაჩვენებელი -11, -120-ზე მეტი არ არის. -130 საშუალო მინიმუმის შემთხვევაში.
უმეტეს წლებში (77%) თოვლის საფარი არამდგრადია. თოვლის საფარი დეკემბრის მესამე დეკადაში წარმოიქმნება და მარტის პირველ რიცხვებში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 26-ს უდრის.
ალუვიური ნიადაგის ზედაპირზე ტემპერატურის საშუალო წლიური მნიშვნე­ლო­ბა 140-ს უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი-აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 29-280 აღწევს. ცივ თვეში (იანვარი) კი 00-ზე ნაკლები არ არის. აგვისტოში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 480; ზამთრის თვეებში საშუალო მინიმალური ტემპერატურა მინუს 4-60 საზღვრებშია. ნიადაგის ზედაპირიდან ერთ მეტრიან სიღრმის ფენაში 100-ზე ზევით ტემპერატურის მდგრადი გადასვლა 27 აპრილიდან აღინიშნება.
ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმართულ ალაზნის ვაკეზე, გაბატონებულია დასავლეთიდან (23%), აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (16-17%) მომართული ქარები. დროგამოშვებით მათ ენაცვლება ჩრდილოეთიდან (17%) მომართული ქარები.
ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,9 მ/წმ უდრის. წლის განმავლობაში ქარის სიჩქარე შედარებით მეტია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში (2,1-2,4 მ/წმ). ყველაზე ნაკლები სიჩქარის ქარები (1,3 მ/წმ) დეკემბერში აღინიშნება. ძლიერ ქარიან (≥ 15 მ/წმ) დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 9-ს, ხოლო ყველაზე მეტი დღეთა რიცხვი 39-ს აღწევს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს.
 
ნიადაგები – სპეციფიკურ ზონას ჩრდილოეთის მხრიდან ემიჯნება კავკასიონის სამხრეთი კალთების დაბოლოებას, ხოლო სამხრეთის მხრიდან მდინარე ალაზნის მარცხენა პირველ ტერასას. რელიეფურად ძირითადი ნაწილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სუსტად დახრილ ვაკეებსა და სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს. აღნიშნული ტერიტორიის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ვენახებით დაკავებული ფართობებით, ნავენახარი და სახნავი ფართობებით. ტერიტორია წარმოდგენილია მდინარე ალაზნის მარცხენა მეორე ტერასაზე და მისი შენაკადი მდინარეების ლოპოტას და სტორის მარჯვენა და მარცხენა ტერასებზე.
გეოგრაფიულად აღნიშნული ტერიტორია აგებულია მეოთხეული ასაკის და შემდგომი ხნოვანების დანალექი ქანებისაგან, რომელიც ძირითადად შესდგება მდინარე ალაზნისა და მისი შენაკადი მდინარეების ლოპოტისა და სტორის მიერ ჩამოტანილი რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-სილნარი ნაფენებისაგან და გვევლინებიან უშუალოდ ნიადაგწარმომქმნელ ქანებად.
ძირითადად წარმოდგენილია ალუვიური და დელუვიური ნიადაგების შემდეგი სახესხვაოებები: 
1.        ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი.
2.        ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი.
3.        ალუვიური-უკარბონატო, დიდი სისქის, მსუბუქი და საშუალო თიხნარი.
4.        ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, სილნარი.
5.        ალუვიური უკარბონატული, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, სილნარი.
6.        დელუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი.
7.        დელუვიური უკარბონატო, საშუალოდ და დიდი სისქის, ხირხატიანი, მძიმე თიხნარი.
8.        დელუვიური, უკარბონატო, დიდი სისქის, სიღრმით 100 სმ-მდე, ხირხატიანი, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი.
მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ალუვიური ნიადაგები შეფერილობით მოყავისფრო-მორუხოა ზედა ფენებში, ქვევით კი უფრო მეტად მორუხო შეფერილობაში გადადის; სტრუქტურით კოშტოვან-გოროხოვანი და კოშტოვან-მარცვლოვანია. სიღრმის ფენებში კი სუსტადაა გამოხატული. განსაკუთრებით კი მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში. მექანიკური შედგენილობით პირველი და მეორე სახესხვაობების ნიადაგები მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა მექანიკური შედგენილობით ხასიათდება. მესამე სახესხვაობა კი საშუალო და მსუბუქი თიხნარია; მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები კი სილნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. აგებულებით პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგები მომკვრივო და მკვრივია. მესამე სახესხვაობის ნიადაგები კი მოფხვიეროა. მე-4 და მე-5 სახსხვაობის ნიადაგებზე ფხვიერი აგებულებით ხასიათდებიან. ამასთან მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები ხირხატიანობით ხასიათდებიან. განსხვავებით პირველი სახესხვაობის ნიადაგებისათვის დამახასიათებელია კარბონატების შემცველობა, ხოლო მეორე-მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა.
დელუვიური ნიადაგები (მე-6, მე-7, მე-8 სახესხვაობები) შეფერილობით მოყავისფროა. კოშტოვან-გოროხოვანი სტრუქტურით, სახნავ ფენაში მოფხვიერო აგებულებით ქვევით კი მკვრივია. მექანიკური შედგენილობით მეექვსე და მეშვიდე სახესხვაობები თიხიანი და მძიმე თიხნარებია, ხოლო მეექვსე სახესხვაობა მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარია. განსხვავებით მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი კარბონატულია, ხოლო მე-7 და მე-8 სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა.
აღნიშნული ნიადაგების პროფილში ჰუმუსის პროცენტული შემცველობა ძირითადად 3,0-0,5%-ის ფარგლებში ცვალებადობს, ხოლო აქტიურ ფენაში 3,0-1,0%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი საშუალო და მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი და ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 6,5-2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. დაბალია ძირითადად ხსნადი ფოსფორის შემცველობაც და 8,5-1,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. ასევე დაბალი შემცველობითაა წარმოდგენილი ძირითადად ალუვიურ ნიადაგებში გაცვლითი კალციუმიც და 16,03,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. გამონაკლის შემთხვევებში კი (დელუვიურ ნიადაგებში) მისი შემცველობა საკმაოდ მაღალია და 32,0-59,0 მგ-მდე აღწევს 100 გ ნიადაგში. კარბონატებს პირველი და მეექვსე სახესხვაობის ნიადაგები მცირე რაოდენობით შეიცავენ და 12,8-0,8%-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. დანარჩენი სახესხვაობის ნიადაგები კი საერთოდ არ შეიცავენ. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) კარბონატულ ნიადაგებში სუსტი და საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,3-8,2-ის ფარგლებშია. დანარჩენი სახესხვაობის ნიადაგები კი ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით ხასიათდებიან და პH-ის მაჩვენებელი 6,4-7,2-ის ფარგლებშია. შთანთქმული ფუძეების (ჩა+Mგ) ჯამი ფართო საზღვრებში ცვალებადობს ნიადაგის სახესხვაობების მიხედვით და 6,05-41-21 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ჯამიდან დიდი პროცენტი მოდის შთანთქმულ კალციუმზე, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა.
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
«ნაფარეულის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
 
ჯიში რქაწითელი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
 
ჯიში საფერავი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ. 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 12-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
 
გადადუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების დანორმება და ყვავილობის დაწყების წინა ფაზაში წვერების წაწყვეტა.
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
 
 
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.
 
ჯიში რქაწითელისა და საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
 
რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
საფერავი _ ქართული ფერადყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო ინტენსიური მუქი წითელი ფერისაა, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სისრულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტითა და მაღალი გემური თვისებებით.
მტევანი საშუალოზე დიდია და მისი წონა 140-145 გ აღწევს. სიმწიფეში მუქი ლურჯია, ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ვაზის საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, კონდიციური პროდუქციის მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტ ფარგლებში მერყეობს.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-260 გ/დმ3-მდე აღწევს, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით.
 
ღვინო  "ნაფარეული” (წითელი) _ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირება­დი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო "ნაფარეული” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, განვითარებული ბუკეტით.
ღვინო "ნაფარეულის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
       მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-12,0
      შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3
      ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,0 გ/დმ3გ/დმ3
        აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 20 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.
 
ღვინო  "ნაფარეული” (თეთრი) _ ადგილწარმოშობის დასახე­ლების კონტროლირება­დლი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინოა. ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით.
ღვინო "ნაფარეული” ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე სასიამოვნო, ხალისიანი, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის ყვავილების ტონით.
ღვინო "ნაფარეულის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
       მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-12,5
      შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3
      ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,5 გ/დმ3
        აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 16 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
 
"ნაფარეულის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 52 კმ2.
აბორიგენული ჯიშების უნიკალური თვისებები, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენი სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, ნიადაგის სახესხვაობები და სტრუქტურა განსაზღვრავს ღვინო "ნაფარეულის” განსაკუთრებულობას.
 
 © საქპატენტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.