Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სულთანა შარდონეს ნაცვლად

ავსტრალიური კომპანია 350 ათასი დოლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ შარდონეს ნაცვლად სულთანას ჯიშის ყურძნის წვენს ყიდდა. კომპანია Rivers Wine-ის ყოფილ ხელმძღვანელს ენდრიუ ხაშინს ბრალად ედება ავსტრალიური ღვინის მწარმოებელი გიგანტი კომპანია Hardy's და Orlando-სთვის ფალსიფიცირებული შარდონეს მიყიდვა. ფაქტი უკვე შეფასდა ავსტრალიის ღვინის ბაზრის ისტორიის მანძილზე მომხდარ ერთ-ერთ უდიდეს სკანდალად. აღსანიშნავია, რომ შარდონეს ჯიშის ყურძენი ოთხჯერ ძვირია სულთანას ჯიშის ყურძენზე. ინციდენტის გამოძიებას ავსტრალიის ღვინისა და ბრენდის ასოციაცია აწარმოებს. ენდრიუ ხაშინი დამნაშვედ ცნეს ბრალდების 34 პუნქტის მიხედვით. კომპანიისთვის დაკისრებული სოლიდური ფულადი ჯარიმის გარდა, 51 ათასი დოლარით დაჯარიმდა ენდრიუ ხაშინიც. სასამართლოს განცხადებით, ამ თაღლითობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ავსტრალიის ღვინის წარმოებას.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული