Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორეგონული ღვინო

რეზო ქვაჭრელიშვილი
 
ორეგონი მეღვინეობის შედარებით ახალი რეგიონია ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით, წყნარი ოკეანი სანაპიროზე, სადაც მდგრადი მევენახეობა უბრალოდ ცხოვრების წესია და ღვინის მცირე საწარმოები ღვინის ხარისხზე არიან ორიენტირებულნი და არა რაოდენობაზე. ორეგონი მისი მეზობელი კალიფორნიასავით, რომელიც მას სამხრეთით ესაზღვრება, მთა-გორიანია და მრავალფეროვანი გეოლოგიური და კლიმატური სუბ-რეგიონებით გამოირჩევა. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ძირითადად მთები და ზეგნებია, ხოლო დასავლეთით მას წყნარი ოკეანის 600 კილომეტრიანი სანაპირო ესაზღვრება.
ამჟამად ორეგონში უკვე 15 ღვინის რეგიონი და სუბ-რეგიონია, და 300-ზე მეტი ღვინის მწარმოებიელი კომპანია, რომლებიც 72 ყურძნის სახეობას აწარმოებენ. აქ მეღვინეების უმეტესობა მცირე მწარმოებლები არიან და საშუალოდ წელიწაში 5,000 ყუთს ამზადებენ. ისინი ძირითადად ფერმერები არიან, რომლებიც მთელი ოჯახით ჩართულები არიან ამ საქმეში  და უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან მეურნეობასაც და ღვინის წარმოებასაც.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, როცა ამერიკის ბაზარზე ევროპული ღვინოები დომინირებდნენ და კალიფორნიაც ფეხს იდგავდა, ძალიან ცოტა წარმოიდგენდა ორეგონს ღვინის რეგიონად, მაგრამ 60-იან წლების დასაწყისში პიონერებიც გამოჩნდნენ, მათ შორის რიჩარდ სომერიც, რომლებმაც კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) რეკომენდაციები არად ჩააგდეს და გადაწყვიტეს რისლინგი გაეშენებინათ სამხრეთ ორეგონულ ქალაქ როუზბურგთან ახლოს. მას მოგვიანებით სხვა ენთუზიასტებიც მოყვნენ და უფრო ჩრდილოეთით, ვილამეტის ველზე გადაწყვიტეს დაფუძნება. 
1965 წლიდან 1968 წლამდე დევიდ ლიტი (რომელსაც მოგვიანებით პინოს მამა შეარქვეს), ჩარლზ კოური, დიკ ერათი და მათი ოჯახები ვილამეტის ველის პირველი მკვიდრები არიან, რომლებმაც დაიწყეს პინო ნუარის მოყვანა ორეგონში. მათ ასევე გააშენეს მცირე რაოდენობით პინო გრი, შარდონე და რისლინგი. ეს ოჯახები თავდაუზოგავად შრომობდნენ მიზნის მისაღწევად, და ხშირად დამატებით სხვა სამსახურებშიც მუშაობდნენ, რომ თავისი ახლად წამოწყებული საქმიანობა ფინანსურად გაეძლიერებინათ. საბოლოოდ, სწორედ დავიდ ლეტის პინო ნუარი გახდა საფრანგეთში 1979 ღვინის ოლიმპიადის სიურპრიზი, რამაც ორეგონული პინო ნუარი მსოფლიო მეღვინეობის ყურადღების ცენტრში მოაქცია.
იმის გამო, რომ ორეგონს საკმაოდ კონტრასტული გეო-კლიმატური პირობები აქვს, შესაძლებელია, რომ აქ ათობით განსხვავებული ჯიშის ყურძენი საუკეთესო შედეგს იძლეოდეს. ორეგონის ვენახებში სამოცდაათზე მეტი სახეობის ყურძენს შეხვდებით, მაგრამ ძირითადი ფოკუსი მაინც 15 სახეობაზეა, რომელიც ორეგონის მთლიანი გაშენებული ვენახების 97%-ს შეადგენს. ამ ჯგუფში შედის პინო ნუარი, პინო ბლანი, პინო გრი, შარდონე, რისლინგი, გევურცტრამინერი, მიულერ-თურგაუ, ვიონიე, სოვინიონ ბლანი, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, მერლო, ზინფანდელი, სირა, და ტემპრანილო.
ყველაზე დიდი ღვინის რეგიონი ორეგონში ვილამეტის ველია, რომელიც სამხრეთით ქალაქ იუჯინიდან ჩრდილოეთით ქალაქ პორტლენდამდეა გაშლილი 240 კილომეტრის სიგრეძეზე. იგი დაყოფილია ექვს სუბ-რეგიონად, სადაც 200 ღვინის ქარხანა და 5,000 ჰექტრამდე ვენახია გაშენებული. აქ ძირითადად პინო ნუარი, პინო გრი, შარდონე და რისლინგი ჭარბობს. 
კოლუმბია ველის ძირითადი ნაწილი შტატ ვაშინგტონის მხარესაა, რომელიც ორეგონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, მაგრამ ამ ხეობის შედარებით მცირე ნაწილი, მდინარე კოლუმბიის სამხრეთ მხარე, ორეგონის ისტორიულ მეღვინეობის რეგიონს წარმოადგეს. აქ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჩაუყრიათ ზინფანდელი (ანუ იტალიური პრიმიტივო) ახლად ჩამოსულ ემიგრანტებს და ახლაც შეხვდებით ასწლოვან ვაზებს, რომლებიც ჯერ კიდევ იძლევა ნაყოფს. ძირითადი ყურძნის ჯიშებია მერლო, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, სოვინიონ ბლანი, რისლინგი, სემიიონი, გევურცტრამინერი, პინო გრი, შენინ ბლანი და სირა.
სამხრეთ ორეგონში ოთხი სუბ-რეგიონია და დაახლოებით 200 კილომეტრზე გაშლილი ქალაქ იუჯინიდან სამხრეთით, კალიფონიის საზღვრამდე. ამ რეგიონში სულ 17 ღვინის ქარხანაა და ვენახების საერთო ფართობი 1,200 ჰექტრამდეა. ისტორიულად სამხრეთ ორეგონი ყველაზე ადრეულ ღვინის რეგიონად ითვლება ამ შტატში, სადაც პირველი ვენახები მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში გაუშენებიათ, მაგრამ თანამედროვე ღვინის წარმოება 1960-იანი წლებიდან იწყება. ძირითადი ყურძნის ჯიშებია პინო ნუარი, მერლო, კაბერნე სავინიონი, პინო გრი, სირა, შარდონე, კაბერნე ფრანი, რისლინგი და ტემპრანილო.
ორეგონი და ზოგადად ამერიკის დასავლეთ სანაპირო, პროგრესულ შტატად ითვლება. აქ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნაა, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობა კი  ცხოვრების წესია. ორეგონში რემდენიმე სასეტიფიკაციო ორგანიზაციაა და მევენახეთა დიდი ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია როგორც მდგრადი, ორგანული, ან ბიოდინამიური. აქ მკაცრად აკრძალულია სისტემური პრეპარატებისა და შხამ-ქიმიკატები გამოყენება, და მხოლოდ კონტაქტურ პრეპარატებს მოიხმარენ შეზღუდულ დოზებში. აგრეთვე, მკაცრად არის განსაზღვრული მეურნეობის ყველა ეტაპი და დაღვინების მეთოდები. ისეთი მწარმოებლებიც კი, ვისაც ეს ბიო სტატუსი ჯერ არ აქვთ, მაინც აქტიურად ხელმძღვანელობენ ეკომეურნეობის წესებით.  
ქართველ მევენახეებშიც ფეხს იკიდებს ბიომეურნეობა. უკვე წლებია საქართველოში ფუნქციონირებს ბიომეურნეობის ასოციაცია ელკანა, სლოუ ფუდი და კავკასსერტი, რომლებიც საქართველოში ბიომეურნების წახალისებას და გაძლიერებას უწყობენ ხელს. ბიო მევენახეთა რაოდენობაც თანდათან იზრდება და ბევრი სპეციალისტის აზრით, სწორედ ეს უნდა იქცეს ქართული ღვინის სამარკო ნიშა ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე. თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ ეკოტურიზმზე მოთხოვნა მსოფლიოში ასევე იზრდება, ტურისტებისთვისაც განსაკუთრებით მიმზიდველი გახდება საქართველოში მოგზაურობა და ღვინოების დაჭაშნიკება, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს ქართულ მევენახეობას და ღვინის ინდუსტრიას.
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"


გამარჯობა, ძალიან მომწონს თქვენი ინფორმაციები და გთხოვთ მირჩიოთ, სად და რა წყაროებით სარგებლობთ, რომ ეს საქმე კარგად შევისწავლო (მევენახეობა, მეღვინეობა) მადლობა წინასწარ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული