Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო, როგორც ისტორია და მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში

ქართულ ღვინოზე ღვინის მწერლები და მოგზაურები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. Nomadflag-ზე ავტორი დეტალურად აღწერს, როგორ მოახდინა საბჭოთა კავშირის მმართველობამ ქართული ღვინის წარმოების შეცვლა და როგორ აღადგინეს ქართველებმა ტრადიციული ღვინის დამზადების პროცესი დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ. სტატია ასევე მიმოიხილავს ქვევრის ღვინის უძველეს ტრადიციებსა და ნატურალური ღვინის წარმოების თანამედროვე მეთოდებს, რაც ჩვენს ქვეყანას ღვინის მოყვარულთათვის უნიკალურს ხდის.

ავტორი წერს იმაზე, თუ როგორ როგორ შეიცვალა საბჭოთა პერიოდში ქართული ღვინის წარმოება: “საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ღვინის წარმოების ხარისხი დაიკარგა და ის მხოლოდ რუსი მომხმარებლების გემოვნებაზე იყო მორგებული. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ქართული ღვინის ხარისხი მაინც დაბალი იყო გარკვეული პერიოდი. როდესაც რუსეთმა აკრძალა ქართული ღვინის იმპორტი, ეს ეკონომიკურ დარტყმად იქცა, თუმცა, გაჩნდა მოტივაცია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის და ახალი ბაზრების აღმოსაჩენად”.

სტატიაში ქვევრის ღვინოზეც ვკითხულობთ, სადაც ავტორი დასძენს, რომ ქვევრში დავარგებული ღვინო უფრო მძიმეა, ვიდრე კასრში ფერმენტირებული. მკითხველს კი ურჩევს, რომ თუ პირველად გსურთ ქვევრის ღვინის დაგემოვნება, ჯერ მსუბუქი ქვევრის ღვინით დაიწყოთ და თან ღვინის მცოდნეს მიმართოთ რჩევისთვის.

ქართულ ნატურალური ღვინის წარმოებზეც საუბრობს, რაც ორგანული პროცესების გამოყენებას გულისხმობს მინიმალური ჩარევით. ავტორი აღნიშნავს, რომ ნატურალური ღვინოები განსხვავებული და უნიკალური გემოს მქონეა საქართველოში: “ნატურალური ღვინოების წარმოებისას ქვევრი იდეალურია, რადგან ეს თიხის ჭურჭელი საშუალებას იძლევა ღვინო ბუნებრივად ფერმენტირდეს. თუმცა, ნატურალური ღვინოების მასობრივი წარმოება რთულია და ხარისხის კონტროლი შეიძლება პრობლემური იყოს.”

სტატიაში ხაზს უსვამენ, რომ კერძები და ღვინო საქართველოში მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია: “ქარვისფერი ღვინოები სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.” აღწერს ქართული ღვინის სხვადასხვა უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა საინტერესო ბუკეტი, არომატები და გამორჩეული გემო.

სტატიის დასასრულს კი ღვინის ბარებსაც ჩამოთვლის, რომლებიც მას განსაკუთრებით მოეწონა:

1. G.vino - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის ბარი თბილისში, რომელიც მდებარეობს ძველ ქალაქში. აქ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ მაღალი ხარისხის ადგილობრივი ღვინოები, მომზადებული ტრადიციული ქართული მეთოდებით.

2. 8000 მოსავალი - “ცნობილია მრავალფეროვანი ღვინის მენიუთი, რომელიც მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ქართულ ღვინოებს. სივრცე გამოირჩევა კომფორტული და მყუდრო გარემოთი, რაც იდეალურია ღვინის დაჭაშნიკებისთვის.

3. ღvino underground - ეს ბარი პირველი ღვინის ბარია თბილისში. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ იშვიათი და საინტერესო ღვინოები, რომლებიც სხვა ბარებში ხელმისაწვდომი არ არის  

4. ღვინის ლაბორატორია - ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ბარი საინტერესოა თავისი შემოქმედებითი მიდგომით. აქ ღვინოს წარმოადგენენ როგორც ხელოვნების ნიმუშს, ხოლო სტუმრებს სთავაზობენ ღვინის დეგუსტაციისა და ტრენინგების სესიებს. 

5. შატო მუხრანი - მეღვინეობა ძველ და ახალს მარანს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მუხრანის ცნობილი ღვინოები და შეიტყოთ მეტი მათი ისტორიის შესახებ.

სტატიის დასასრულს, ავტორი ხაზს უსვამს, რომ თბილისის ღვინის ბარებში სტუმრობა შესანიშნავი საშუალებაა ქართული ღვინის კულტურის გასაცნობად და მისი უნიკალური გემოების დასაგემოვნებლად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.