გამოქვეყნებულია: 2 აპრილი, 2013 - 12:07
საჭირო მასალა: 2 ცალი სტაფილი, 200 გ ნედლი ცერცვი (პარკიანად), 2 თავი ხახვი, 2 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა, 3-4 ს.კ. ზეთი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, მარილი, ლიმონის წვენი, წითელი წიწაკა გემოვნებით.
მომზადება: ხახვი დავჭრათ, რეჰანთან, წიწაკასა და მარილთან ერთად ზეთში მოვშუშოთ 1-2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო, 2 წუთის შემდეგ დატეხილი ცერცვი და ვშუშოთ ცერცვის მომზადებამდე. მზა ბოსტნეული გადავიტანოთ თასში, დავუმატოთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, დაკეპილი ნიორი, ლიმონის წვენი, საჭიროების მიხედვით დავუმატოთ მარილი და თბილი მივიტანოთ სუფრასთან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი