Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მწურავებს პურს არ ვაძლევდით, მარტო ღვინო უნდა ესვათ...”

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ.ატენი)

შამანი. წყალს დაასხამდნენ ჭაჭასა, იმას დასწურამდნენ. მაშინ იმას ძალა აღარა აქვს, არც ათრობს. იმერლები სვამენ შამანსა.

კნიაზსა ჰყვანდა ხოლმე მემარნე და იმას უნდა გაეკეთებინა ღვინო, გინდა გააკეთებდა, გინდა წყლათ აქცევდა. პური არ უნდა მიაკარო ახლო. ნამცეცი არ უნდა ჩავარდეს. თუ ჩავარდა, მორჩა, გაფუჭდება. მწურავებს პურს არ ვაძლევდით, მარტო ღვინო უნდა ესვათ. მემარნე არავის არ მიუშვებს. თუ უნდოდა იმას, ღვინოში თბილ პურს ჩაალბობდა შიგა და ისე სჭამდა. ისე გასუქდებოდა მემარნე, რო გაჰკვირდებოდი. ძრიელ ფაქიზობა უნდოდა: ან მიწა არ ჩაყარო, ან თიხა არ ჩაგივარდეს. იმას ებარა ბატონისაგან და კარგა ინახამდა ღვინოებს. ატენის ღვინო კარგია მუხრანის ღვინოზე, ხოლოთ გაზეთში არ იყო ჩაგდებული. მუხრანცკი გაზეთში აგდებდა, ორბელიანი არ აგდებდა. ილია ჭავჭავაძე გაზეთში უშვებდა და ხმა ჰქონდა გავარდნილი: "კახური", "კახურიო". ატენის ღვინო შორს მიდის გზაში.

მაადუღებდი ტკბილსა, მოხდიდი ქაფსა და იმდენი უნდა ედუღნა, სამ თუნგშია ორ თუნგ-ნახევარი დამდგარიყო, მერე აღარ უნდოდა დუღილი. გადმოვიღებდით, გაცივდებოდა. თხლეს არ შევადევნებდით. უნდა წმინდათ გადასულიყო.

თუ გინდოდა, რო ყურძენი შეგენახა, სტუმარი მოგივიდოდა და გინდოდა მიგერთმია, მოვადუღებდი ბადაგსა, ყურძენს ჩავაწყობდი უხმარებელ ქილაში, კიმელ-კიმელათ დავჭრიდით წვრილათ, ბადაგს დაასხამდა, ქარი არ შესულიყო ქილაში, მოჰკრამდა პირსა და შეინახამდა. როცა სტუმარი მოითხოვდა, აბა ყურძენი მომიტანეო, მოხსნიდა, წყალ გადაავლებდა, რო არ გაიგოსო, რო ტკბილშია ჩადებული და მიუტანდა. იმას გაუკვირდებოდა, ასე როგორ შეინახეო.

კიმელ-კიმელა - მხარდამხარ რა!

ოდი - ჯერ წამოწვიმს, მერე დაცხება.

ოლდი - ფინთი ამინდი იქნება და აოლდება - ხან დაცხება, ხან მოიღრუბლება. ზენა ქარი უფრო კარგი არი, ქვენა ქარი არ ვარგა.

გამოხანძვლა - მომეტებული გვალვისგან თხელდება მარცვალი. გამოხანძვლა იცის გვალვამა და ქვენა ქარმა.

ბაგა - რო ჩავყრით რქასა და ვენახს ვიკეთებთ, ის არის ბაგა. სამი კვირტი უნდა იყოს დედამიწაში.

დურდღლი - კანი სქელი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული