Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილია - მცირე მარნების ანთოლოგია (85)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება სახელად „მცხეთის მარანი“ და ღვინო სახელად „ილია“ იდეა დამებადა 2017 წლიდან, რომლის რეალიზება მარნის შენება, ქვევრების მონტაჟი და მარნის კეთილმოწყობა დაიწყო 2018 წელს. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახლდათ ჩემი მუშაობა ღვინის სფეროში 2012-2013 წლებში მეღვინეობა ხარებას CEO-ს თანადმებობაზე, რომლის შემდეგაც ძალიან შემიყვარდა მევენახეობა-მეღვინეობის სფერო განსაკუთრებით ქართული ქვევრის ღვინო და ყოველთვის მქონდა საკუთარი მარნის გახსნის სურვილი.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გვაქვს მიწა მცხეთის რაიონ სოფელ ვაზიანში (სოფელ მუხრანთან), სადაც ვაპირებთ ჩინურის, გორული მწვანის, თავკვერისა და შავკაპიტოს გაშენებას. პარტნიორულ საწყისებზე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მევენახესთან რომელიც ჩვენ ბიზნეში თავის ყურძნის ჩინურისა და გორული მწვანის მოწოდებით მონაწილოებს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენ ვაწარმოებთ ძირითადად ქართლის, კახეთის ღვინოებს როგორებიცაა თეთრი ყურძნის ჯიშებიდან ჩინური, გორული მწვანე, კახური მწვანე, რქაწითელი და წითელი ყურძნის ჯიშებიდან: საფერავი

ვაპირებთ თავკვერის, შავკაპიტოს, ასევე დასავლური ყურძნის ჯიშებიდან ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ა.შ. ღვინის წარმოებას. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმით რომ ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ქართული ქვევრით ღვინის კლასიკურ დაყენების წესს და არ ვახორციელებთ მის შერევას ევროპულ წესთან მუხის კასრში დავარგების მეთოდთან. ჩვენ არ ვახორციელებთ ბიოღვინის, ბიოდინამიკური მეღვინეობის თუ ინდსუტრიული ღვინის წარმოებას, არამედ მცირე რაოდენობებით  ქვევრში დავარგება და დაძველებით უმაღლესი ხარისხის კლასიკური ქართული ღვინის რეზერვების წარმოებას. ამის გამო ჩენი საფასო პოლიტიკა პრემიუმ და სუპერ-პრემიუმ საფასო სეგმენტის ღვინოების წარმოებაა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

რეალიზაციები დავიწყეთ არცთ ისე დიდი ხნის წინ. შესულები ვართ სპეციალიზირებულ მაღაზიათა ქსელ 8000 მოსავალში, ღვინის ბიჟაზე, ქარვასლაში, მეიდან ბაზარში, ვაინ & დაინში, რესტორან არქივში. არ შევდივათ მას-მარკეტებში და დიდი სუპერმაკეტების ქსელებში, ვინაიდან ღვინოები მცირე რაოდენობით რეზერვების სახით წარმოებს. სწორედ ამ ობიექტებიდან დაიწყო გაყიდვები ამა წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე? 

ჯერ ჯერობით არა, რადგან გვინდა ადგილობრივი ბაზარზე პოზიციის დაკავება და შემდეგ ექსპორტზე გასვლა.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყურძნის ხარისხი, რომელიც მიბმულია ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე საფასო პოზიციონირებაზე. იმის გამო, რომ ქართული ღვინო ექსპორტზე გადის 2.5 აშშ დოლარი ცალი ბოთლის ღირებულებით, რომლის 60-70% მომხმარებელი რუსეთის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებია , მევენახეობისა და ყურძნის ხარსიხიც შესაბამისად დაბალია. ყურძენი დოტაციურია და ფაქტიურად საბჭოთა დროინდელი მეღვინეობაა გაბატონებული. უნდა მოხდეს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება  საერთაშორისო ბაზრებზე უნიკალური და უკვე მსოფლიოში აღიარებული ქვევრის ღვინის საფასო პოზიციონირების ზრდის გზით, რომელიც გამოწვევა იქნება მევენახეობისთვისაც მაღალი ხარისხის და ძვირადღირებული ყურძენი მოიყვანოს, აღარ დასჭირდეს სახელმწიფო დოტაცია და ქართულმა ღვინომ იპოზიციონიროს არა დაბალ საფასო სეგმენტში, არამედ პრემიალურ, სუპერ პრემიალურ და ლუქს სეგმენტებში.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- საბჭოთა მეღვინეობის მენტალობის აღმოფხვრა და ქართული კლასიკური ქვევრის მეღვინეობის ახალი კომერციალიზებული აზროვნების განვითარება.

ასევე ევროპული ღვინის სტანდარტების ფეტიშისა და ამ სტანდარტების ქართულ კლასიკურ მეღვინეობაზე ძალად თავსმოხვევის შეჩერება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

იაზროვნონ კრიტიკულად და ნებისმიერი ე.წ. „ავტორიტეტული“ ნარატივი, რომელიც აკნინებს ქართული ქვევრის კლასიკურ მეღვინეობას და მოუწოდებს მას ევროპული სტანდარტებში ყოფნას, ამასთან რუსული  და პოსტსაბჭოთა ბაზრისთვის იაფფასიანი ღვინის მიმწოდებელის იმიჯის შენარჩუნებას, რითიც ევროპული ღვინო ინარჩუნებს უპირატეს პოზიციებს ქართულ ღვინოსთან მიმართებაში. საქართველოს პრეტენზია აქვს, რომ არის ღვინის აკვანი და უნიკალური ყურძნის ჯიშების, უნიკალური, ანტიკური მაგრამ დღემდე ცოცხალი მეთოდით ქვევრით ღვინის დაყენების სამშობლო და ამავე დროს ყიდის 2.5$-იან  ღვინოს და კოლრმეუნებებივით აბარებს 1 ლარიან ყურძენს, სადაც 30-40% ს მთავრობა აფინანსებს სოციალური დამხარებასავით - ეს სრულიად შეუთავსებელი, რეპუტაციის შემლახავი და ამ დარგის დაღუპვისკენ მიმართული სტრატეგიაა და ეს უნდა შეიცვალოს!

მარნის მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფელი მუხათგვერდი, 3301, ოძელავშილის ქ. N14, „მცხეთის მარანი“.

ტელეფონი: 599 90 35 05
ელფოსტა: levanzhvania@yahoo.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/Mtskhetis.Marani

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.