Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩხავერის რთველი და მოულოდნელი პრობლემა აჭარაში

აჭარის რეგიონში ჩხავერი სიმწიფეში შევიდა, წელს ამ იშვიათი ჯიშის მოსავალი ხარისხითაც გამოირჩევა და რაოდენობითაც, თუმცა ადგილობრივ მევენახეები სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ. კომპანია „აჭარული ღვინის სახლმა“, რომელიც ჩხავერის ღვინის ძირითადი მწარმოებელია რეგიონში, წელს გადაწყვიტა გაცილებით მცირე რაოდენობის ყურძენი მიეღოთ აჭარელი მევენახე-გლეხებისგან, რის გამოც ბევრი მევენახე, რომელიც რთვლის პერიოდში შემოსავალს ელოდა, შემოსავლის გარეშე რჩება. წინა წლებში კომპანია „აჭარული ღვინის სახლი“ ჩხავერს გლეხებისგან 4-5 ლარად იბარებდა.
 
ვაზის ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიში ჩხავერი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მისგან შესაძლებელია ღვინოების ფართო სპექტრის წარმოება, როგორც შეფერილობის (თეთრი, წითელი, ვარდისფერი), ისე ხასიათის, ტიპის მიხედვით (მშრალი, ნახევრადტკბილი, ცქრიალა და ა. შ.).
 
კომპანია „აჭარულმა ღვინის სახლმა“ აჭარელი მევენახეებისგან ჩხავერის ჩაბარება 2010 წლიდან დაიწყო. საკმაოდ მაღალი ფასის (4-5 ლარი) გამო ამ ჯიშის მოვლით და გაშენებით ბევრი გლეხი დაინტერესდა. ამ ინტერესის გათვალისწინებით, 2012 წელს აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, CENN-მა და ღვინის კლუბმა ქედის რაიონის სოფელ მერისში მევენახეებს 1500-მდე ჩხავერის ნერგი გადასცეს და მის გაშენებაშიც ხელი შეუწყვეს.
 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორის, ღვინის კლუბის წევრის, რეზო გეთიაშვილის სიტყვით – „კარგი იქნებოდა, გამოჩდნენ ინიციატივიანი ადამიანები, ან კომპანიები, რომლებსაც ექნებათ სურვილი დაეხმარონ აჭარელ მევენახეებს. აჭარელი მევენახე გლეხების თანადგომა, ეს იქნებოდა სამოქალაქო თანადგომის მართლაც კარგი მაგალითი და ფაქტობრივად - საქველმოქმედო რთველი აჭარაში. წლევანდელი ჩხავერი აჭარაში მაღალი შაქრიანობით და კარგი ხარისხით გამოირჩევა. თუკი ვინმე დიდი რაოდენობით შეიძენს ამ ყურძენს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მქონდა ამ თემაზე საუბარი და მითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში, სამინისტრო შეეცდება, ტრანსპორტირება გაუწიოს ყურძენს თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონში“.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული