Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხული და ვარდისფერი ღვინო

Rosé იგივე ვარდისფერი ღვინო, ზაფხულში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ეს ღვინის კატეგორია გამოირჩევა თავისი მსუბუქი და გამაგრილებელი პროფილით, რაც მას ცხელი ამინდებისთვის იდეალურს ხდის. ვარდისფერ ღვინოს აყენებენ წითელი საღვინე ყურძნისგან, რომელიც ყურძნის დურდოსთან მოკლე პერიოდის დუღილს განიცდის. ყურძნის ჭაჭასთან ასეთი მცირე დროით კონტაქტი ღვინოს უფრო ღია, ვარდისფერი ელფერის სძენს. ვარდისფერი ღვინოები მსოფლიოს მრავალ რეგიონში მზადდება, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში.

წარმოების ტექნოლოგია

ვარდისფერი ღვინის წარმოებისას, დურდო, რომელიც ღვინოს ფერს აძლევს, მხოლოდ შეზღუდული დროით, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, რჩება წვენთან კონტაქტში. ეს პროცესი უზრუნველყოფს ღვინისთვის ვარდისფერი ელფერის მიღებას და მყისიერად აჩერებს დუღილს, რის შემდეგაც ჭაჭას აცლიან და ფერმენტაცია გრძელდება დურდოდან მოხსნილ წვენში. ზოგიერთი როზე ასევე დამზადებულია წითელი და თეთრი ღვინოების ნაზავით, თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად პოპულარულია და უფრო იშვიათად გამოიყენება.საუკეთესო რეგიონები და ღვინოები

საფრანგეთი: საფრანგეთში პროვანსის რეგიონი ცნობილია ვარდისფერი ღვინოების წარმოებით. აქაური ღვინოები გამოირჩევა არომატული, გრილი და სასიამოვნო თვისებებით. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Château d’Esclans Whispering Angel Rosé, რომელიც მზადდება Grenache-ს, Cinsault-ს და Rolle-ს ყურძნებისგან. ღვინო ხასიათდება ატმის, მარწყვისა და ვარდის არომატებით

იტალია: იტალიის ვარდისფერი  ღვინოები ცნობილია სიმსუბუქითა და სიტკბოთი. ვენეტოში დამზადებული Bertani Bertarose Rosé Sangiovese-სა და Molinara-ს ჯიშისგან მზადდება და გამოირჩევა ატმის, მარწყვის და ნესვის არომატებით. განსაკუთრებით უხდება ზღვის პროდუქტებსა და მსუბუქ წასახემსებლებს.

ესპანეთი: ესპანეთში  Rioja რეგიონი ცნობილია თავისი ხალისიანი და ენერგიული ვარდისფერი ღვინოებით. Muga Rosado  დამზადებულია Garnacha-ს, Viura-ს და Tempranillo-ს ყურძნებისგან. ეს ღვინო ხასიათდება საზამთროს, მარწყვის და ციტრუსის არომატებით და იდეალურია საზაფხულო პიკნიკებისთვის.

აშშ: კალიფორნიაში წარმოებული ვარდისფერი ღვინოები მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია. Scribe Rosé of Pinot Noir Sonoma-ს რეგიონიდან გამოირჩევა წითელი ხილისა და ვარდის სურნელებით. ეს ღვინო კარგად ეწყობა სალათებს, თევზს და მსუბუქ წასახემსებლებს.

საქართველო:
საქართველოში ვარდისფერი ღვინოებისთვის ჩხავერს, საფერავს და ოცხანურ საფერეს იყენებენ. ძირითადად გამოიირჩევა თავისებური ხილის არომატებით და მსუბუქი სტრუქტურით. ეს ღვინო კარგად ეწყობა სხვადასხვა ტიპის ქართულ კერძებს და განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულის საღამოებზე.

მომხმარებლები და გემო

ვარდისფერი ღვინო პოპულარულია როგორც ახალგაზრდა, ასევე უფრო ასაკოვანი მომხმარებლების შორის, რომელთაც სურთ მსუბუქი და გამაგრილებელი სასმელი. გემო, როგორც წესი, ხასიათდება ხილის არომატებით – მარწყვი, ატამი, ნესვი, ციტრუსი და ზოგჯერ ვარდიც. ღვინოები შეიძლება იყოს მშრალი, ნახევრადმშრალი ან ნახევრადტკბილი, რაც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.