Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე მოთხოვნადი ღვინოები მსოფლიოში - Wine Searcher

მიუხედავად დროის ცვალებადობისა, Wine Searcher-ზე ღვინოების ძიების ტენდენცია ასე თუ ისე მდგრადია, თუმცა ჯერ კიდევ 2020 წელს, სანამ კოვიდი ძალიან დიდი წვლილს შეიტანდა ღვინის ინდუსტრიის ცვლილებებში, ყველაზე მოთხოვნადი ალკოჰოლური სასმელი შოტლანდიური ვისკი იყო. ეს შეიძლება ინდოეთის უეცარი ინტერესითაც იყოს გამოწვეული, რომლის მუდმივი გატაცება შოტლანდიის მიმართ, აშკარაა: “წლევანდელ სიაშიც ინდოეთმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, ბევრი ღვინო გადანაცვლდა, ადრე ყველაზე მოთხოვნადი ღვინო ახლა მე-15 ადგილასაა და ასეთი ცვლილება სწორედ ინდოეთის ფაქტორმა გამოიწვია” - ვკითხულობთ Wine Searcher-ში, რომლის სიაც ასე გამოიყურება:

Château Mouton Rothschild, Pauillac - $750

Château Lafite Rothschild, Pauillac - $1029

Dom Pérignon Brut, Champagne $289

Petrus, Pomerol $4516

Chateau Latour, Pauillac $831

Tenuta San Guido Sassicaia, Bolgheri $375

Château Margaux, Margaux  $793

Domaine de la Romanée-Conti Romanée-Conti Grand Cru $27,172

Château Haut-Brion, Pessac-Léognan $667

Château d'Yquem, Sauternes $479

როგორც ავტორი წერს, 100 ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის ფართო სიაში სულ მცირე 24 სწორედ ინდოეთის საძიებო ველიდან არის: “უახლოესი წლების განმავლობაში ამ ტენდენციას აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალი, რადგან ეს ბაზარი ელექსტრონული კომერციისა და ღვინის მარკეტინგისთვის ნამდვილად ძალიან ვითარდება და წინ იწევს”.  ამის მაგალითია ისიც, რომ Opus One-ის მეღვინეობა, რომელიც სიაში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებდა და ძალიან მოთხოვნადი იყო, წელს მე-15 ადგილასაა. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ინდოეთის “გააქტიურება”. 

კიდევ ერთი საინტერესო რამ არის ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში არის ღვინო, რომელიც დანარჩენებს საერთოდ არ შეესაბამება (DRC), მკაფიოა ისიც, რომ ხალხი საერთოდ არ ეძებს ბურუნდიულ ძვირადღირებული წითელი ღვინოებს. მართლაც, ტოპ 100-დან მხოლოდ 7 არის ბურგუნდიული, რაც მიუთითებს იმას, რომ მომხმარებლებისთვის ფასს მნიშვნელობა აქვს. ამას ადასტურებს სიაში შემავალი საშუალო საცალო ფასის წლიური წვლილება (Petrus-ისა და DRC-ის გარდა). ფასის ზრდა ყველაზე პოპულარულ ღვინოებზე არც ისეთი მნიშვნელოვანია, თუმცა არის მცირე არასტაბილური ცვლილებები, რის გამოც კოლექციონერები შეიძლება შეშინდნენ.  მაგალითად, Mouton-ის საშუალო საცალო ფასი ბოლო ათწლეულის განმავლობაში 26%-ით ანუ წელიწადში საშუალოდ 16$-ით გაიზარდა. Latour-ის :10 წლის წინ ის 807 $ ღირდა, დღეს 831$ ღირს, წლიური ზრდა 2,4$ -ია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად სია ასეთია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღვინის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი სასურველი ღვინისთვის თანხის გაღებას არ იშურებს. მონაცემებს ვრცლად გაეცანით Wine Searcher-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული