Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახების კადასტრის პროგრამა გურჯაანში დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები  და პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ესწრებოდნენ. ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონსულტანტად იმუშავებს ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების მიმართულებით.

გურჯაანში ვენახების კადასტრის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რუკა მაპინგი“ განახორციელებს, რომელიც უკვე შეუდგა მონაცემების შეკრებასა და ორთო-ფოტოების გადაღებას.

მოგეხსენებათ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში  საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია შემუშავდა,  საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები დამუშავდა, მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეირჩა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში  1818,2 ჰექტარი ვენახი.

საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.