ბრიტანეთის დედოფლის - ელიზაბეტ II-ის აშშ-ში ვიზიტის საპატივცემულოდ კომპანიამ Crown Royal ექსკლუზიური ვისკი გამოუშვა. ეს კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული ვისკი იქნება.
რჩეული კანადური შერეული ვისკი Crown Royal ცნობილია არაჩვეულებრივი გემოთი, ბოთლის ელეგანტური გაფორმებით და არისტოკრატული ისტორიით.
ამ მარკის პირველი ვისკი შეიქმნა 1939 წელს და განკუთვნილი იყო ინგლისის მეფის გეორგ VI-სთვის, კანადაში დედოფალ ელიზაბეტ I-თან ვიზიტის აღსანიშნავად. მაშინ ვისკიმ Seagram’s Crown Royal დიდი წარმატება მოიპოვა და მიიღო წოდება "კანადის ლეგენდარული სასმელი". 1951 წელს დაიწყო ვისკის მასობრივი წარმოება.
ამჟამინდელი ვისკი კომპანიის ახალი ვერსიაა. სასმელი ძველი რეცეპტებისა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა და მიიღო სახელწოდება The Crown Royal XR Extra Rare Heritage Blend. სასმელი დახვეწილი ფორმის გრაფინის მაგვარ ბოთლშია ჩამოსხმული. ბოთლი გაფორმებულია მინის მხატვრობის ოსტატის, კეისი ჰილანდის მიერ ოქროს 24 კარატიანი ინკრუსტაციებით.
ვისკი უნიკალურია და ბუნებრივია არ გაიყიდება, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. ავტორების აზრით, ამ ისტორიული სასმელის ერთი ბოთლი 10 ათასი აშშ დოლ. მაინც ეღირებოდა.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი