22-23 მარტს მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი გაუძღვა ტრენინგს – „ქვევრი და მარნის მშენებლობა“. ტრენინგზე განიხილეს ქვევრის ისტორიის საკითხები, თიხის ძირითადი ტიპები, ქვევრის დამზადების უმთავრესი კერები საქართველოში, სტილები და ა.შ. ასევე ქვევრის დარგვის პრინციპები სხვადასხვა რეგიონის და მარნის სტილის მიხედვით. ისაუბრეს ქვევრის მოვლის, მარნის მშენებლობისა და სხვ. მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
ქეთევან ჭელიძე: “დიდი ხანია მინდოდა მოსმენა და ძალიან გამეხარდა რომ ტრენინგი დაინიშნა. მომეცა საშუალება, რომ მოესმინა ამ საიმტერესო თე,ის განხილვა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ტრენინგი ძალიან მომეწონა, რა თქმა უნდა, თუმცა ორი დღე, ცხადია, ამ თემისთვის სრულად ამოწურვისთვის ცოტაა. თუ მომავალში უფრო მეტი დროით დაიგეგმა და სხვა საკითხებიც მიებმება, ძალიან კარგი იქნება და ისევ სიამოვნებით დავესწრები”.
ფიქრია ვაშაყმაძე: "ძალიან კარგი იყო, მეორეჯერ დავესწარი ამ ტრენინგს და ორივე გადასარევი იყო, ძალიან მომეწონა. უფრო უკეთესი იქნება, თუ მეტად ხანგრძლივი იქნება შემდეგში და ცოტა უფრო ხშირადაც, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები მიმოიხილება და ჩვენთვისაც ამ თემების სულ გადამეორება ძალიან აუცილებელია".
გიორგი ქევხიშვილი: "ძალიან კარგი და საჭირო ტეენინგი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ გიორგი ბარისაშვილი ატარებდა და ამომწურავი იყო ინფორმაციულად, კარგი იყო ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარების მიზნითაც ეს ღონისძიება. 10 კაცი დავესწარით და ყველამ რაღაც ისწავლა ერთმანეთისგან, რაც ცხადია ძალიან საჭირო და საინტერესო იყო თითოეული ჩვენგანისთვის"
გიორგი ღვინაძე: "ტრენინგი იყო ძალიან კარგი. ახალი ურთიერთობები, ახალი კონტაქტები ღვინოსთან დაკავშირებულ ადამიანთან. გიორგი ბარისაშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და გავიგეთ უფრო მეტი კახური ღვინის დაყენების შესახებ და ქვევრთან დაკავშირებითაც. კი ვიცოდი მეტ-ნაკლებად ამ თემების შესახებ უკვე, თუმცა ტრენინგებზე აუცილებლად არის ხოლმე რაღაც ახალი, რასაც ვიგებთ და რაც გვეხმარება კიდებ უფრო ღრმად და დეტალურად შესწავლაში საკითხის'
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი