Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პარფე კენკრის სოუსით

საჭირო მასალა: 80 გ რბილი კარამელის კანფეტი, 4 ცალი შოკოლადის ხრაშუნა ნამცხვარი, 400 მლ სქელი ნაღები, 1 ცალი კვერცხი, 4 ს.კ. შაქრის პუდრი + 25 გ, 150 გ სხვადასხვა კენკრა.

მომზადება: 20 სმ სიგრძის ფორმაში ჩავაფინოთ სამზარეულოს ცელოფანი. ქვაბში გავაცხელოთ 50 მლ ნაღები, დავუმატოთ კანფეტები და გავადნოთ. შევურიოთ დამტვრეული ხრაშუნა ნამცხვარი. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 2 ს.კ. შაქრის პუდრი. 350 მლ ნაღები კარგად ავთქვიფოთ. 25 გ შაქრის პუდრი და კვერცხის გული ცალკე ავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავუმატოთ კარამელის მასა. მონაცვლეობით ვამატოთ გათქვეფილი ნაღები და ცილა და ვთქვიფოთ. მასა ცელოფანჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ და თავდახურული მთელი ღამით საყინულეში შევდგათ. კენკრა საცერზე გავატაროთ და 2 ს.კ. შაქრის პუდრი ავურიოთ. დესერტი მივირთვათ კენკრის სოუსთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.