Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქისი, ზაქარიას მარანი, 2012

ახმეტის რაიონში, ბეთაანში მოყვანილი ქისიდანაა ეს ღვინო დაწურული. ინტენსიური ქარვისფერია, ჩაისფერიც კი ეთქმის. პირველივე სურნელში ბერგამოტის ჩაის, ტკბილი სუნელებისა და ჩირის მძლავრი არომატები მოდის, რომელიც დაგემოვნებისას მუხის ტონებითა და მცირედი პიკანტური არომატებით ივსება (ტყე, სოკო, ნეშომპალა). ღვინო მუხის კასრშია დადუღებული და აკაციის კასრშია დავარგებული. ძალზე საინტერესო, საკმაოდ ძლიერი (13%) და გამორჩეული ქისია, ჭაჭაზე და მცირე რაოდენობით კლერტზე დაყენებული. საუკეთესო მისაყოლებელი იქნება მაყალზე შემწვარ მძიმე ხორციან კერძებთან, მაყალზევე შემწვარ ბოსტნეულთან, განსხვავებით შედარებით ელეგანტური ქისებისგან, რომელიც კარგად მიდის შეკმაზულ ცივ ხორცეულთან და სხვ. მსუბუქ კერძებთან.

© vinoge.com



ახალი სიტყვა ქართულ თანამედროვე მეღვინეობაში! ...ქისის, სრულიად ახალი შესადძლებლობები!!! ...ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ძალიან გემრიელი!!!


ფერით მოვიხიბლე...სახელიც მომეწონა...სააღდგომოდ საინტერესო თემაა სად შეიძლება ამ ღვინის შეძენა და რა ღირს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.