Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოფოს საოჯახო მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (119)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

ჩვენი მარანი შუაგულ კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფ. მუკუზანში
მდებარეობს. ეს არის მცირე საოჯახო მარანი, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე ოჯახის ახლობელი ვართ დასაქმებული. ჩემს ოჯახს ოდითგანვე ჰქონდა ვენახები კახეთში და რთველი იყო დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ჰოლანდიელი მეუღლე დაინტერესდა ქართული ღვინითა და უზომოდ შეიყვარა საქართველო, შევიძინეთ ახალი ვენახები და სახლი მუკუზანში, სადაც ავაშენეთ ჩვენი პატარა საოჯახო მარანი და დავიწყეთ ღვინის წარმოება. პროფესიონალი მეღვინე არ ვარ, ამიტომ პირველივე დღიდან ვიღებთ რჩევებს და გავდივართ კონსულტაციებს პროფესიონალ მეღვინესთან, რომელიც გვასწავლის, გვეხმარება და მეგობრულად გვიდგას გვერდში. წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენთ, რაც ძალიან გვეხმარება სწორედ წარვმართოთ პროცესები.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

სოფელ მუკუზანში გვაქვს რქაწითელი, თავკვერი და მუკუზნის საფერავი,

ხოლო სოფელ ყანდაურაში რქაწითელი და კახური მწვანე. სხვა ჯიშები
ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს გვქონდეს ხიხვი და
ქისიც. განსაკუთრებული რიტუალი ვენახის მოვლისა და ღვინის დაწურვის
დროს არ გვაქვს. ერთადერთი რა ტრადიციასაც არ ვღალატობთ, როგორი
დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, არის მწვადის შეწვა ყოველი რთველის შემდეგ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო

ვაწარმოებთ კლასიკურ ღვინოებს: რქაწითელი-მწვანე, ხიხვი-რქაწითელი,

თავკვერი როზე და The Happymaker და ქვევრის ღვინოებს: რქაწითელი და
საფერავი. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა პირველ რიგში ხარისხით, არის
განსხვავებული, თითოეულ წვეთში ჩვენი გული და სულია და ასევე ყველა
ღვინის უკან საინტერესო ისტორია და თავგადასავალია. ღვინო შეზღუდული
რაოდენობით გვაქვს და თითოეულ ბოთლს თვისი უნიკალური ნომერი აქვს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში
ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

ყველაზე საყვარელი ღვინის დაყენების პროცესია. როდესაც ყურძენი მარანში შემოვა, იწყება ახალი თავგადასავალი. რთული პროცესია და ამ პროცესზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამ დროს იბადება ღვინო და ამაში მონაწილეობის მიღება დიდი ბედნიერებაა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი რთველი 2019 წელს გვქონდა და დავაყენეთ 3 სახეობის ღვინო.
პირველი ღვინოც ბოთლში 2020წელს მოხვდა. შემდეგ ერთმა საოცარმა გოგომ (ნინო მერის), რომელმაც ცოტა უფრო ადრე დაიწყო ღვინის წარმოება, მოაწყო საოჯახო მარანი და გახსნა პატარა, უსაყვარლესი ღვინის მაღაზია, გადაწყვიტა დახმარებოდა დამწყებ მეღვინეებს. სწორედ მან შეიტანა თავის მაღაზიაში პირველად ჩვენი ღვინოები, ჩაატარა დეგუსტაციები და საკმაოდ კარგი შეფასება მოგვცა, რაც რა თქმა უნდა, დიდი სტიმული იყო ჩვენთვის. ჩვენი ღვინო დღესაც მხოლოდ მის მაღაზიაში იყიდება.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო ვინის უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინო გადის ჰოლანდიაში და პოლონეთში. აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავიტანოთ სხვა ქვეყნებშიც. ჩემი მეუღლე ჰოლანდიელია და სანამ საკუთრი მარანი გვექნებოდა დავიწყეთ მოძიება, თუ რა იცოდნენ ჰოლანდიაში ქართული ღვინის შესახებ. ვესტუმრეთ ამსტერდამის ღვინის ფესტივალს, სადაც გავიცანით ქართული ღვინის იმპორტიორები ჰოლანდიაში, ასევე ქართველ-ჰოლანდიელი ოჯახი, პეტერი და მანა, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩვენი მომავალი გეგმების განხორციელებაში. პირველად მათი დახმარებით მოხდა ჩვენი ღვინის ექსპორტი და დღემდე ჩვენს გვერდით დგანან.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში

- პირველი სირთულე ვენახის მოვლაა. თუ არ გყავს საკუთარი ტექნიკა, ვერ აკონტროლებ პროცესებს, ასევე რთულია მუშახელის პოვნა. ჩვენი ვენახები ხსირად ისეტყვება და საჭიროებს დამცავ ბადეებს. ყველაზე დიდი სირთულე კი ჩემთვის ღვინის ჩამოსხმაა. ოჯახის პირობებში ღვინის ჩამოსხმა საკმაოდ რთული პროცესია, ასევე ღვინის ხარისხზეც შეიძლება აისახოს და ამიტომ ყოველ წელს ვდგებით გამოწვევის წინაშე, ვის ვანდოთ ჩვენი მთელი წლის ნაშრომი.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

პირველ რიგში ვენახი და ყურძენი უნდა იყოს მაღალი ხარისხის. შემდგომ
ტექნოლოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სწორედ და რა თქმა უნდა, მონდომება და დაუღალავი შრომა უმნიშვნელოვანესია.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ქართული ღვინის კულტურის განვითრებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივად
ცოდნისა და გამოცდილების მიღება, მეტი პროფესიონალის გადამზადება, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება, ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, იშრომონ, ისწავლონ, განვითარდნენ და აუცილებლად მიაღწევენ შედეგს, რადგან შეუძლებელი არაფერია.
მარნის მისამართი : კახეთი, გურჯაანის რა იონი , სოფელი მუკუზანი
ტელეფონი : 5559991 20
ელფოსტა : sophoswinery@gmail.com
ვებ / ფეისბუკ გვერდი : https://www.facebook.com/Sophoswinery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული