Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სკანდინავიური ღვინოები მზარდი ინდუსტრიისკენ

“მალე შვედური და დანიური ღვინოები, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება, ახალი ღვინის ინდუსტრიის წამყვანად მოგვევლინებიან” - ვკითხულობთ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ერთდროულად, როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე უფრო მეტად გამძლე ვაზის ჯიშები ხელს უწყობს სკანდინავიაში ღვინის წარმოების განვითარებას.

როდესაც სკანდინავიაზე ვფიქრობთ, ადგილობრივი ღვინო ნამდვილად არ არის ის, რაც ამ ცივ ქვეყნებზე გვახსენდება, მაგრამ დანიის, შვედეთის და ნორვეგიის ტერიტორიებზე ნელ-ნელა უფრო მეტ ვენახს აშენებენ, რაც პირველ თაობის პროფესიონალ მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს ის, რაც ადრე მხოლოდ ჰობი იყო, მეტად მზარდ ინდუსტრიად გარდაქმნმან.

დანიის უდიდეს კუნძულზე, Zealand-ზე, სადაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ვაზი გაშენებული, 10,000-ზე მეტი ვაზის ძირია გაშენებული, ერთ-ერთი ნინა ფინკის მეღვინეობაც არის. მან და მისმა მეუღლე ნიელსმა 13 წლის წინ დაიწყეს ღვინოზე მუშაობა, ისინი ძირითადად თეთრ ვაზის ჯიშებს ზრდიან და ამზადებენ ყვავილოვან თეთრ ღვინოებს, ასევე როზეებსაც. „სკანდინავიაში ვაზის მოყვანა შესაძლებელია, ამიტომ ყოველ წელს ახალი ადამიანებიც მოდიან და ჩვენს პროდუქციას იცნობენ,“ ამბობს ნინა ფინკი.

აქ არსებული კომერციული ვენახების უმეტესობისთვის ყურძენი არის სოლარისი – არომატული ჰიბრიდული ჯიში, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ცივ კლიმატზე, მარტივად მწიფდება და დაავადებებსაც გაცილებით უკეთ უმკლავდება. ეს ჯიში პირველად გერმანიაში გაშენდა 1975 წელს, მაგრამ სკანდინავიაში მხოლოდ 2004 წელს გახდა პოპულარული, რის შემდეგაც მეღვინეობა ამ რეგიონშიც დაიწყო.

განსხვავებით საფრანგეთის ან იტალიისგან, სკანდინავიელი მეღვინეები, როგორც ნია და ნიელსი, აღნიშნავენ, რომ მათ უფრო გრძელი ზაფხულის დღეები აქვს, რაც უფრო მეტ სინათლეს აძლევს ვაზებს.

2000 წლიდან ევროკავშირის წესების თანახმად, დანიისა და შვედეთის ტერიტორიებზე ღვინის წარმოება ნებადართული გახდა. 2010 წლიდან მეღვინეობის წარმოება აქტიურად გაიზარდა, რამაც თანდათანობით შეცვალა მიდგომა მეტსად ამბიციური და კომერციული წარმოებისკენ. დანიის ღვინის ასოციაციის წარმომადგენლის, ჟან ბეკერის თქმით, “ღვინის წარმოება აქ შესაძლებელია, რაც ხელს უწყობს ახალ მეღვინეთა შემოსვლას და ინოვაციების დანერგვას.”

ამჟამად, დანიის ტერიტორიაზე 150 კომერციული ვენახია და საერთო ჯამში 125 ჰექტარი ვაზია გაშენებული. შვედეთში კი 47 კომერციული მეღვინეა, რომლებიც 193 ჰექტარზე ვაზის ჯიშები მოჰყავთ. მიუხედავად ამისა, ეს ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, როცა 700 000 ჰექტარი აქვს საფრანგეთს და თითქმის მილიონი ჰექტარი ესპანეთს.

ცნობილ მეღვინეებს და მეცნიერებს, როგორიცაა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი ტორბენ ბო ტოლდამ-ანდერსენი, მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილება ნამდვილად ეხმარება ღვინის წარმოებას, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც ახალი, უფრო გამძლე ყურძნის ჯიშების გამოყვანაა. მათ მიერ დაწყებული პროგრამა FastGrapes ითვალისწინებს ვაზის ყველაზე გამძლე ჯიშებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რომლებიც ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ ევროპის კლიმატს მოერგება.

თუმცა, მიუხედავად კლიმატის დადებითი ცვლილებებისა და ახალი ჯიშების დანერგვისა, სკანდინავიური მეღვინეობები მაინც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორის მაღალი შრომის ხარჯები და მკაცრი წესები ქიმიური სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეღვინე რომენ შიშერი, რომელიც შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე Thora Vineyard-ში მუშაობს, აღნიშნავს, რომ მეღვინეობაში მუშახელის მოძიება რთულია, რადგან საჭიროა მათი გადამზადება.

ამჟამად სკანდინავიურ ღვინოებს მხოლოდ მცირე წილი უჭირავს ბაზარზე და ფასები საკმაოდ მაღალია. დანიური ღვინო დანიაში 200 კრონიდან (27 დოლარი) იწყება, რაც საფრანგეთისა და ესპანეთის იმპორტირებულ ღვინოებთან შედარებით ორჯერ მეტი ღირებულებისაა. მიუხედავად ამისა, ნიკოლაი კრისტიანსენი, კოპენჰაგენში ღვინის მაღაზიის Vino Fino მფლობელი, აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ ფრანგმა ბარმენმა მთელი წარმოების ღვინო იყიდა. “თუ საფრანგეთში შეგიძლია გაყიდო, სხვა ადგილებშიცაა ეს შესაძლებელი,” – ამბობს იგი.

მიუხედავად სკანდინავიური ღვინის ხარისხის ზრდისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ღვინო უფრო ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი მხოლოდ რამდენიმე წელიწადში შეიძლება გახდეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.