Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„საქართველო - მევენახეობის აკვანი“ – უკვე ოფიციალურად

დღეს კიდევ ერთი, ცენტრალური ღონისძიება გაიმართა Cité des Civilisations Du Vin–ში, ბორდოს საგამოფენო ცენტრში, სადაც როგორც იცით, მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოფენა „საქართველო - მევენახეობის აკვანი“ გაიხსნა. შეგახსენებთ იგი 4 თვეს გაგრძელდება და ნოემბრის ბოლოს დაიხურება.

 საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ბორდოს მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს გამოფენას საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მარკეტინული სააგენტო SOPEXA ახორციელებს. ქართული ღვინის შესახებ საინფორმაციო სარეკლამო კამპანია ყველა სტრატეგიულ ქვეყანას მოიცავს. პოპულარიზაციის აქტიური ღონისძიებებია დაგეგმილი საფრანგეთში, რომელსაც უშუალოდ Cité des Civilisations Du Vin ხელმძღვანელობს.

გამოფენასთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო კომისია სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საქართველოს საელჩო საფანგეთში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი-საქპატენტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა ორგანიზაციები.

საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია.

დღეს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა და მასში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბორდოს მერი ალან ჟუპე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ასევე ქართული ღვინის კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან.

მანამდე ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა  ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის, რომელსაც ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. სტუმრებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია და გვიან საღამოს ცერემონია საზეიმო სადილით დასრულდა.

ნოემბრამდე კიდევ არაერთი ღონისძიება იგეგმება ბორდოში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გარდა მუდმივი გამოფენისა, მსურველებს ყოველ დღე, 16:00–დან შეუძლიათ ქართული ღვინოების დეგუსტაციებში მონაწილეობის მიღება. ასევე, ხვალ 16 სექტემბერს დაგეგმილია მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის, „ღვინის აკვანის“ ჩვენება, 17 სქტემბერს კი, 15:00–ზე ღვინის დიდოსტატი ლიზა გრანიკი კიდევ ერთ წარდგენა–დეგუსტაციას ჩაატარებს ქართული ღვინოების შესახებ. 23 სექტემბერს,  Cité des Civilisations Du Vin–ში „სუფრა“ გაიმართება, ღონისძიება, სადაც ქართულ ღვინოსთან ერთად თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ მომზადებული ქართული კერძები იქნება წარმოდგენილი, „სუფრას“ კი მწერალი ზურაბ ქარუმიძე გაუძღვება.

ღონისძიებებია დაგეგმილი 11, 15, 21, 28 ოქტომბერსაც.

თამთა ყველაიძის ფოტოები

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული