Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველო ენოლოგიურ საოცრებათა ქვეყანაა” - Club Oenologique

Club Oenologique ბრიტანელი ღვინის მოყვარულთათვის  ძალიან ცნობილი და პოპულარული ღვინის ჟურნალია, სადაც ამჯერად ქართულ ღვინოსა და ვაზის ჯიშების შესახებ ვკითხულობთ. ავტორი დეივიდ კერმოდია, ღვინის მწერალი და ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოს შესახებ გასულ კვირას მის ყოველკვირეულ გადაცემაში, The Drinking Hour-შიც ისაუბრა: “საქართველო ძალიან პატარა და ლამაზი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე ლამაზია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. აქ განსაკუთრებით სტუმართმოყვარე ხალხია, მრავალფეროვნება, დიდებული გასტრნომიია და ღვინო. ყველაზე განსაკუთრებული კი ისაა, რომ ამ პატარა ქვეყანაში 525 ადგილობრივი ვაზის ჯიშია.” - ვკითხულობთ სტატიაში

ავტორი საბჭოთა კავშირსა და მის გავლენაზეც საუბრობს: “ვენახები და საწარმოები საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იყო, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მოახერხა ამ განსაკუთრებული ჯიშების შენარჩუნება, საბოლოოდ საქართველო ენოლოგიურ საოცრებათა ქვეყანად იქცა. ასობით ვაზის ჯიში კიდევ მოწმდება მათი ხელახალი გაშენიანებისთვის. მათი სახელები კი საკმაოდ უცნაურად, თუმცა საინტერესოდ ჟღერს”. ქართული 525 ვაზის ჯიშიდან 35 არის კომერციული გამოყენებით, მათგან დაახლოებით 10 ჯიშისგან წარმოებული ღვინო გადის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. სტატიაში წერენ იმაზეც, რომ თეთრი რქაწითელი და წითელი საფერავი საქართველოში ვენახების 90%-ს შეადგენს: “ამ ორ სახეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, საფერავი “ქამელეონივითაა”, მრავალი სტილის ღვინის მიღება შეიძლება მისგან.” ავტორი აღნიშნავს, რომ საფერავი ნებიოლოს, პინო ნუარსა და შირაზს ჰგავს.

დეივიდ კერმოდისთვის რჩეული თეთრი ჯიში ქისია, რომელიც სოვინიონს ჰგავს, ასევე მწვანე, რომელიც  შარდონეს აგონებს. ავტორი ქვევრზეც საუბრობს, მკითხველს მისი ტექნოლოგიის შესახებ მოუთხრობს, სირთულეებისა და მახასიათებლების შესახებ: “ქართული ღვინოების 10-15% იწარმოება ქვევრში, მათ შორის კი ყველასთვის ცნობილი ქარვისფერი ღვინოებია, მათი უმეტესობა ძალიან დელიკატური და ხავერდოვანია. აქვთ ვარდისა და თხილეულის არომატები. წითელის შემთხვევაში ქვევრი უფრო სასიამოვნო, მდიდარ ტექსტურას სძენს ღვინოს” - ამბობს დეივიდი და მკითხველს “შილდას” 2022 წლის ქვევრის საფერავს ურჩევს: “ეს ძალიან ენერგიული, არომატული და კომპლექსური ღვინოა, რომელშიც კენკრის, ალუბლისა და ქლიავის სურნელებს იგრნობთ. ღვინოს ახალგაზრდული ენერგია აქვს და ძალიან მომაჯადოებელია” - აღნიშნავს ავტორი. 

გაერთიანებული სამეფოს მიმართულებით იანვარი - მაისის მონაცემებით 95 725 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, შარშან კი ექსპორტირებული ღვინოების რაოდენობა იმავე პერიოდში 213 955 ლიტრი იყო, რაც, ფაქტობრივად, წლევანდელზე 2-ჯერ მეტია. თანხობრივად კი თუ გასულ წელს 880 453 $-ის საქონელი გაიგზავნა, წელს ეს რიცხვი 45%-ითაა შემცირებული 484 600$-მდე. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის შემოღებული სასმელთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეგულაციების დიდი ნაწილი გაუქმდა. ცვლილების ფარგლებში ბრიტანელ იმპორტიორებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, მათ შორის, შესაძლებელი ხდება ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინოების იმპორტიც. ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ იმპორტირებული ღვინის ბლენდები შეიძინონ, ეს კი ,ერთის მხრივ, შიდა ბაზრის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მიმწოდებელსა და იმპორტიორს შორის ურთიერთობასაც გაამარტივებს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული