Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ავარჩიოთ ღვინო

ღვინის არჩევა შეიძლება რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ, თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლებიც ნამდვილად გაგიადვილებთ არჩევის პროცესს.

ღვინის ასარჩევად ჯერ უნდა გაითვალისწინოთ, რისთვის არჩევთ მას, სადღესასწაულო საჩუქრად, სავახშმოდ თუ უბრალოდ განტვირთვისთვის. ამ ყველაფერთან ერთად კარგი ღვინის არჩევა გემოვნებაზეცაა დამოკიდებული.  კარგმა ღვინომ თქვენში სასიამოვნო ემოციები უნდა დატოვოს და შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არის რამდენიმე გზა, რომლითაც ჩვენთვის სასურველ ღვინოს ავარჩევთ.

ღვინო სამი ძირითადი გემოვნური მახასიათებლისგან შედგება: სიტკბო - რომელსაც ღვინოს ყურძნის ბუნებრივი სიტკბო აძლევს, მჟავიანობა და ასევე ტანინები - წიპწებისგან და დურდოსგან. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველა ღვინო ამ მახასიათებლების სხვადასხვა ბალანსს შეიცავს, როგორც წესი, რაც უფრო ნაკლებად სხეულიანია ღვინო, მით უფრო ნაკლები ტანინები აქვს. ზოგს დიდად არ ხიბლავს მაღალტანინანი ღვინოები და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი გემოვნება არ აქვს, ახალბედა ღვინის მოყვარულებს ავტორი უფრო მსუბუქ ღვინოს ურჩევს.

ღვინის გემოვნური თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც დიდი როლი უჭირავს იმ მოსავალს, რომლითაც ღვინოა დაწურული. იმის ცოდნაც ძალიან სასარგებლოა, თუ რა კლიმატშია მოყვანილი ყურძენი. მაგალითად, გრილ კლიმატში მოყვარინ ყურძენს უფრო მეტი დრო სჭირდება მოსამწიფებლად და შესაბამისად შედარებით უფრო მჟავე ღვინოს ვიღებთ. თბილი კლიმატის ყურძენი კი უფრო სწრაფად მწიფდება და ბუნებრივად წარმოქმნილი შაქარიც ღვინის დაყენებისას უფრო იგრძნობა კიდეც.

თუ ღვინოს საჩუქრად ყიდულობთ, ეს ცოტა რთული საქმეა. სტატიაში ვკითხულბთ, რომ საუკეთესო რჩევა ისაა, თავად მათ ჰკითხოთ, რა ტიპის ღვინო მოსწონთ. ეს უფრო დაგაკვალიანებთ და არჩევანსაც გაგიმარტივებთ. სადილისთვის მსუბუქ, საშუალოდ ტანინიან ღვინოს გვირჩევს ავტორი, როგორიცაა ესპანურ Tempranillo და პინო ნუარი.

სავახშმოდ უნდა იცოდეთ, რომ თეთრი ღვინო ძალიან უხდება თევზსა და თეთრ ხორცს, წითელი კი - სტეიკს და უფრო მძიმე ხორცეულს. თუ სალათს მიირთმევთ, მაშინ მსუბუქი ღვნო აარჩიეთ, რეგიონალურ კერძთან კი სასურველია რეგინალური ღვინო აარჩიოთ. 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენად სხეულიანია ღვინო, რასაც ვაზის ჯიში, ალკოჰოლის დონე და მოსავლის აღების დროს ყურძნის სიტკბო განაპირობებს. მოსავლის აღების პერიოდი ძალიან მნშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მწიფეა ყურძენი რთველის დროს, მით მეტი შაქარია მასში. ეს ნიშნავს, რომ ღვინო ღვინო, მაგალითად, ავსტრალიიდან, უფრო სხეულიანია ვიდრე, ღვინო გერმანიიდან, თუნდაც ორივეს ერთი და იმავე ვაზის ჯიში ჰქონდეს გამოყენებული.

მნიშვნელოვანია ვაზის ჯიში, ნატურალურობა, რეგიონი და ა.შ. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ღვინის შეძენისას გასათვალისწინებელია, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ და ისევ თქვენი გემოვნებაა, რომელიც საუკეთესო გზამკვლევია ღვინის არჩევის დროს. სტატიას სრულად Royal-glass-ის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.