Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ არის ნარინჯისფერი ღვინო მნიშვნელოვანი?

ამერიკელი მეღვინე კლარა დალზელი ნარინჯისფერი ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. იგი ქართული ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და მის რეკომენდაციებში ქართველი მეღვინეებიც არიან.

ნარინჯისფერი ღვინის შესახებ კითხვას ათი წლის წინ ღვინის ექსპერტს არავინ დაუსვამდა, დღეს კი მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. ეს იმის შედეგიცაა, რომ განსხვავებული ღვინოები მეტად აქტუალური ხდება და მომხმარებელსაც ახალი გემოები აინტერესებს.

დღეისათვის ნარინჯისფერ ღვინოს განსაკუთრებით საინტერესოს ის ხდის, რომ ის არ ჯდება ღვინის კლასიკურ იერარქიაში, რადგან დიდი ხნის მანძილზე ყურადღების მიღმა რჩებოდა. ღვინის მოყვარულებისთვის, ვისთვისაც ახალი თავგადასავლები მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია განსაკუთრებით საინტერესოა.

ამერიკელი მეღვინის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნარინჯისფერი ღვინო სინამდვილეში უძველესი ტრადიციაა და მისი გაცნობა ღვინის მოყვარულებისთვის აუცილებელია, განსხვავებული გემოვნების მიუხედავად.

დალზელი მიმოიხილავს წითელი და თეთრი ღვინის განვითარების ისტორიას. მეცნიერთა დამოკიდებულებასა და ფაქტებს, რაც მეღვინეობის შესახებ იყო ცნობილი. აღნიშნავს, რომ მეღვინეობის ტრადიციული ტექნიკის შენარჩუნების წყალობით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა, დღეს უკვე ვიცით, რომ ორივე ფერის ღვინის ისტორია და განვითარების გზა თითქმის ერთნაირია. ავტორი ღვინის ქვევრში დაყენების პროცესს ხსნის, რომლის შედეგადაც შავი ყურძნისგან წითელ ღვინოს აყენებდნენ, თეთრისგან, რომელსაც იგი ყვითელ-მწვანედ მოიხსენიებს, - ნარინჯისფერს.

„ტრადიციული თეთრი და წითელი ღვინო ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ ნარინჯისფერი თავის ღირებულებას დაკარგავდა და გაქრებოდა, რომ არა ქართველი მეღვინეები და მარანში ტრადიციულად ღვინის დაყენების მეთოდი.

ნარინჯისფერი ღვინო გემოებისა და სტრუქტურის მრავალფეროვნებით მთელს მსოფლიოში გამოირჩევა.“-  აღნიშნავს დალზელი.

ამერიკელი მეღვინე სხვადასხვა ქვეყნის ნარინჯისფერ ღვინოს გამოყოფს:

საქართველოში ეს ნარეკლიშვილის ღვინოა, რომელიც თავისი ტანინიანი სტრუქტურით სტეიკისთვის საუკეთესოდ მიაჩნია.

საბერძნეთში მეღვინემ Domain Glinavos ღვინო Paleokerisio აღადგინა. ეს ოდნავ ცქრიალა ნარინჯისფერი ღვინოა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს ძალიან უხდება.

სლოვენიაში მცხოვრებმა მეღვინე ჟან მიშელ მორელმა საფრანგეთში მიღებული ენოლოგიური განათლება  შავნაბადას ღვინის ქარხანაში ბერების 700 წლიან ცოდნასთან გააერთიანა. იგი ნარინჯისფერი ღვინო Ravan-ს აყენებს, რომელიც ჰაეროვნებით, ელეგანტურობითა და ციტრუსის ტონებით გამოირჩევა. ეს ღვინო თითქმის ყველაფერს უხდება.

ნარინჯისფერი ღვინით დღითიდღე მეტი მეღვინე ინტერესდება, რომლებიც სხვადასხვა ექსპერიმენტის საშუალებით, მომხმარებელს გაცილებით დიდი არჩევანის წინაშე აყენებენ.

ამერიკელი მეღვინე მკითხველს რეკომენდებული ღვინოების ჩამონათვალს სთავაზობს: საქართველოდან „ალაფიანის“ და გაიოზ სოფრომაძის ღვინო. იტალიიდან - Radikon, Gravner, COS, Il Censo და Paraschos; Anima Mundi, Bodegas Honorio Rubio და Alfredo Maestro რჩეული ესპანური ღვინოებია. ასევე, ბერძნული Sklavos, ავსტრიული Christian Tschida, Meinklang, Claus Preisinger და ლონგ აილენდის Channing Daughets.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული