Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინოები კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

ელენე ცინცაძე

ქარვისფერ ღვინოზე უკვე წლებია მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ხალხს თანდათან უფრო და უფრო უყვარდება მისი ფერი, არომატული სიღრმე და განსაკუთრებულობა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი მიირთმევს, ცოტამ თუ იცის სინამდვილეში როგორ იწურება და იწარმოება ქარვისფერი ღვინოები.

როგორც ნადინ კარიუსი, Brunswick House-სა და Orasay-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, განა რა უნდა ადამიანს მეტი, როცა ღვინოს მიირთმევს: “სხეულიანი გემო, სასიამოვნო და განსაკუთრებული არომატები… ღვინის მოყვარულს მეტი არც არაფერი უნდა, ქარვისფერი ღვინო მართლაც რომ იდეალურია”. 

ვკითხულობთ ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე: “ისევე, როგორც წითელი ღვინო, ქარვისფერიც ჭაჭაზე უნდა დაყენდეს, რამდენიმე დღიდან წელიწადამდე. სწორედ ეს აძლევს ქარვისფერ შეფერილობას ღვინოს. თუ ის ჭაჭაზე დიდხანს არ დარჩა, მაშინ  ფერიც უფრო მეტად მიუგავს თეთრს. ასეთ დროს უფრო მსუბუქი და ნაზია, თუ არადა მდიდარ, მძაფრ არომატებიან ღვინოს მივიღებთ, უფრო მკვეთრი ქარვისფერით”. - აღნიშნავს ავტორი.

გარდა ამისა, სტატიაში წერია საქართველოზეც, როგორც ქარვისფერი ღვინის სამშობლოზე: "ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს, ამ სტილის, ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც იქიდან მოდის. ღვინო დუღდება თიხის ქვევრში, რაც, ვფიქრობ, ყველაზე უნიკალური და შესანიშნავი გზაა ღვინის დაყენებისა” - წერს მარიო სპოსიტო, Bedales of Borough-ისა და BoB’s Lobster-ის ღვინის მწარმოებელი.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაც ქარვისფერი ღვინოების წარმოების ცხელი წერტილია, სადაც ადგილობრივი ყურძენი, პინო გრიჯიო და ფრიულანო გამოიყენება. საფრანგეთში კი Jura-ს რეგიონია ცნობილი ამ ტიპის ღვინოებით. აქ  ძირითადად მას სოვინიონითა და შარდონეთი წურავენ. როგორც ვკითხულობთ, დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული და ცნობილი სლოვენიისა და სლოვაკეთის ქარვისფერი ღვინოებია. ძალიან ცნობილია სლობდონეს ოჯახის ღვინო El melon, ასევე ჩეხური ღვინოების ჩამოთვლაც შეიძლება. La Cave-ს, საკმაოდ პოპულარული რესტორნის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ჩეხური ღვინოები გამოირჩევა მრავალფეროვნებით: “მე ჩეხური ღვინის დიდი გულშემატკივარი ვარ. მათ საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება აქვთ არამარტო ჯიშების, არამედ დაყენების თვალსაზრისითაც. საბოლოოდ კი მართლაც ექსპრესიულ ღვინოებს ქმნიან” - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ავტორი წერს, მორავიის ღვინის რეგიონის კლიმატი და მისი მეღვინეობის ტრადიციები ერთად ხარისხიან და საინტერესო ქარვისფერ ღვინოს ქმნის. აღსანიშნავია Petr Korab-ის პეტ-ნატი, რომელიც Welshcriesling-ისა და Gruner Veltliner-ის ნაზავით იწურება და ღვინოს მცენარეულ არომატსა და გამორჩეულად ელეგანტურ ხასიათს სძენს. 

მარიო სპოსიტო კი ამავდროულად ამბობს, რომ მიუხედავად სხვა რეგიონის ღვინოებისა, ქართული ღვინო ყველასგან გამორჩეულია: “ქარვისფერ ღვინოებს უკვე მთელს მსოფლიოში აყენებენ, თანაც წარმატებით. მსუბუქ და კაშკაშა, აპერიტივის სტილის ღვინოებსა და მაღალტანინიან, თხილეულის სურნელების მუქ ქარვისფერ ღვინოებს. ბევრს შეხვდებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შუა აღმოსავლეთში, თუმცა განსაკუთრებით ქარვისფერი ღვინო საქართველოს დამახასიათებელია”.

ავტორი სტატიაში სამ საუკეთესო ქარვისფერ ღვინოს გამოარჩევს, მათ შორისაა “თბილღვინოს” 2020 წლის ქვევრის ღვინო: “გარგრის არომატებითა და დაბოლოებისას წიწაკის სურნელებით, ეს ღვინო ძალიან ესიამოვნება იმასაც კი, ვინც ქარვისფერი ღვინოების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მიირთვით ქათამთან და ცხვრის კერძებთან ერთად ვახშამზე” - ვკითხულობთ აღწერაში. 

სტატიაში წერია Orange Natural Wine 2021-ზეც, რომანიულ ღვინოზე, რომელიც პინო ნუარის, სოვინიონ ბლანის, რისლინგისა და პინო გრის ნაზავია, ასევე ავტორი გვირჩევს Forza della Natura Orange Catarratto-ს, სიცილიური ღვინოს ციტრუსისა და მარმელადის ცოცხალი არომატებით. სტატიას შეგიძლიათ Squaremeal-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული