Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის მრავალფეროვნება

მსოფლიოში ქარვისფერი ღვინის პოპულარობა იზრდება. მასზე მოთხოვნის ზრდა როგორც ღვინის იმპორტზე, ისე რესტორნებისა თუ ბარების სტატისტიკაზე აისახება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქარვისფერი ღვინო ძალიან მრავალფეროვანია, იქნება ეს ტანინის დონით, მისი სხეულიანობისა თუ არომატის მიხედვით, სპეციალისტები დაინტერესებულ ადამიანებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ.

პირველ რიგში, ამ სტილის ღვინისთვის ფერების მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი, ვხვდებით როგორც ოქროსფრის გრადაციას, ისე ქარვისა და ნარინჯისფერსაც.

დორან ვინკლერი, ნიუ იორკში ღვინის კლუბისა და მაღაზიის Orange Glou დამფუძნებელი, აღნიშნავს: „ქარვისფერ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აყენებენ. ახლახან იაპონიიდანაც კი მივიღეთ ამგვარი არაჩვეულებრივი ღვინო! ასევე, ქარვისფერ ცქრიალა ღვინოსაც ვხვდებით, პეტნატებსა თუ ტრადიციული მეთოდით დაყენებულს.“

აღმოჩნდა, რომ ბრუკლინში ქარვისფერი ღვინის ცნობადობა ძალიან მაღალია. ზოგიერთ ბარში როზეზე მეტ ქარვისფერ ღვინოსაც კი ყიდიან და ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს, მაღალი მოთხოვნის გამო. ამ ქარვისფერი ღვინოებიდან ბევრი ნატურალურია, რადგან თეთრი ყურძნისგან კანთან კონტაქტით დაყენებული ღვინო ბუნებრივ მოძრაობასთან მჭიდრო კონტაქტია. თუმცა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ნიშურ სეგმენტს წარმოადგენდა, ახლა თავად ქარვისფერ ღვინოშიც დიდ მრავალფეროვნებას ვაწყდებით.  

„ეს ახალი ნორმაა. უკვე ვეღარც ვითვლი შემთხვევებს, როდესაც არაერთ ადგილას ქარვისფერი ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს ვხვდები.“, - აჯამებს საიმონ ვულფი, „ქარვის რევოლუციის“ ავტორი.

იმ მთავარ რჩევებს შორის, რასაც პროფესიონალები ქარვისფერი ღვინის მოყვარულებს აძლევენ, ერთ-ერთი მთავარი თავად იმ ვაზის ჯიშზე აქცენტის გაკეთებაა, რომლისგანაც ღვინოა დაყენებული.

ასევე, მნიშვნელოვანია დაყენების ტექნიკა, იქნება ეს კანთან კონტაქტითა თუ მუხის კასრებში დავარგებით. ყველაფრის საბოლოო შედეგი კი ქარვისფერი ღვინის მრავალფეროვნებაა.

სტატიაში ქარვისფერი ღვინის მრავალფეროვან სპექტრზე საუბრისას, ქართული ღვინოცაა მოხსენიებული, როგორც ტრადიციული ღვინო, რომლის დაგემოვნებაც რეკომენდებულია.

ავტორის აზრით, ქარვისფერი ღვინის მრავალფეროვნად შეფასება არსობრივად მნიშვნელოვანია. ქარვისფერი ღვინის კატეგორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თუნდაც ტერუარის მნიშვნელობა ბოლომდე გასაგები გახდეს. ამ ფართო სპექტრის გაცნობის შემდეგ, აღარავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ქარვისფერი ღვინო იმდენად დიდ არჩევანს სთავაზობს ღვინის მოყვარულებს, როგორსაც თეთრი თუ წითელი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.