Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ნატურალისტი მეღვინეების ტური საფრანგეთში

უკვე ტრადიციად იქცა იანვარ–თებერვალში ქართველი ნატურალისტი მეღვინეების ვიზიტი საფრანგეთის მეღვინეობის სხვადასხვა მხარეში. წელს იაგოს ღვინო, ნიკოლაძეების მარანი, ოქროს ღვინო, ხოხბის ცრემლები, ნიკი ანთაძის მარანი და კორტავების მარანი ეწვია საფრანგეთს და პირველი ღონისძიება 31 იანვარს გამართეს ტულუზაში, სახელწოდებით Le Temps des Vendanges. გუშინ ქართველი მეღვინეები ლიონში, სპეციალურ დეგუსტაციაზე წარადგენდნენ თავიანთ ღვინოს, დღეს კი ბურგუნდიაშიც შეივლიან ადგილობრივი ნატურალისტი მეღვინეების მოსანახულებლად.

უმთავრესი ღონისძიებები 4–6 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ დროს ლუარის მხარეში ნატურალისტი მეღვინეების ორი უმნიშვნელოვანესი ფორუმი იმართება, Les Pénitentes, ანჟერში და La Dive Bouteille სომიურში. გარდა ამისა, კიდევ ერთი ღონისძიება იგეგმება ლუარის მხარეში 7–8 თებერვალსაც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული