Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ხიხვი “დეკანტერის” რჩეულ ღვინოებს შორის

ბრიტანული ღვინის ჟურნალი Decanter ყოველ თვე აქვეყნებს რჩეული ღვინოების დახასიათებებს მთელი მსოფლიოდან. მთელი თვის განმავლობაში “დეკანტერის” ექსპერტები ახალ-ახალ “აღმოჩენებს” აკეთებენ და სხვადასხვა ღვინოს სინჯავენ, შემდეგ კი მკითხველს თავიანთ ჟურნალში შედეგებს უზიარებენ.

წლევანდელი ნოემბრის რჩეულ ღვინოებს შორის ქართულ ხიხვსაც აღმოაჩენთ. ეს “თელიანი ველის” 2020 წლის ხიხვია:ღვინოს მწიფე ატმისა და ტკბილი ციტრუსის, ასევე თაფლის და ცვილის არომატები ახასიათებს. საკმაოდ კონცენტრირებული ღვინოა, გამოირჩევა ტკბილი ნესვისა და თეთრი პილპილის სურნელებითაც, რომლის ნოტების სიღრმეც ღვინოს ბოლომდე მიჰყვება” - ვკითხულობთ დახასიათებაში. 

სტატიაში შეხვდებით სამხრეთ აფრიკულ, ფრანგულ, იტალიულ, ავსტრალიურ და ჩილეს ღვინოებს. 5 რჩეულ ღვინოს კი აქ გაგაცნობთ:

Bouvet-Ladubay, Instinct, Cuvée du Millénaire, Saumur, Loire, France 2016 - ამ შენინ ბლანისა და შარდონეს კუვეს ლანოლინის (სველი მატყლის), ასევე თაფლისა და ვაშლის მსუბუქი არომატები აქვს. არის მრგვალი, “რბილი”, სასიამოვნო ტექსტურის ღვინო, რომელიც გამოირჩევა ასევე სანელებლებისა და პურის ნოტებითაც. აქვს მრგვალი ნოტტები და სასიამოვნო, გრძელი დაბოლოება. 

Terra Organica, Prosecco, Veneto, Italy NV - ეს ღვინო Sainsbury-ის 2023 დაწურვისაა და ივნისიდან ხელმისაწვდომია. აქვს მწიფე მსხლის ნოტები ლიჩისა და ვარდის ეგზოტიკური არომატები, არის კარგად დაბალანსებული ღვინო, მჟავიანობით გამორჩეული, “ხრაშუნა” და ხალისიანი. კარგი არჩევანია ზაფხულის დღესასწაულებისთვის.

Albet i Noya, La Volada, Penedés, Catalonia, Spain, 2022 - ეს ესპანური ღვინო გამოირჩევა ჟასმინისა და ფორთოხლის სურნელებით, აქვს გრეიპფრუტისა და ლაიმის ტონებიც. ავტორი წერს, რომ განსაკუთრებით კარგად არის წარმოჩენილი სოვინიონისა და მუსკარის ჯიშების პოტენციალი.მუსკარისი გერმანული ვაზის ჯიშია, ჰგავს მუსკატსა და სოლარისს, გამოირჩევა ციტრუსისა და ყვავილების არომატებით. 

Brokenwood, The Society's Exhibition Hunter Valley Sémillon, New South Wales, Australia 2018 - სემილონი ავსტრალიაში ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული ვაზის ჯიშია, რომელსაც ცვილის, მარციპანის, კაჟისა და ციტრუსის ნოტები ახასიათებს, მათთან ერთად კი ნუშის არომატები. 

Piekenierskloof, Heirloom White, Citrusdal Mountain, South Africa 2022 - 1962 წელს დარგული Chenin Blanc-ის ძვირფასი ვაზის 2022 წლის მოსავლის 30% Grenache Blanc და 10% Viognier. ყვავილებისა და ტროპიკული ხილის არომატის ნაზავი კარგად წარმოაჩენს ამ ჯიშებს. ღვინო საშუალოდ სხეულიანია, მჟავიანობით არ გამოირჩევა, ახასიათებს სანელებლების სურნელიც. სტატიას Dencanter-ზე წაიკითხავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული