Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული რჩეული თეთრი ღვინოები გერმანულ ღვინის ჟურნალში

გერმანულენოვანი ქვეყნების წამყვან ღვინის ჟურნალში falstaff ხშირად აქვეყნებენ ხოლმე ქვეყნებისა და რეგიონების სხვადასხვა კატეგორიის ღვინოების რეიტინგსა და ჩამონათვალს. გასულ კვირას ჟურნალის ავტორებმა ქართული რჩეული თეთრი და ქარვისფერი ღვინოები გამოაქვეყნეს. ამ სტატიაში ტოპ 7 თეთრ ღვინოს გიზიარებთ.

ჩინური, ქარვისფერი, 2013, “ხოხბის ცრემლები” - ამ ღვინოს ასე ახასიათებს ულრიხ საუტერი: ოდნავ შებურული, ღია ოქროსფერი ღვინო სპილენძისფერი რკალებით. თაფლის, წითელი კომპოტისა, წიწაკის არომატებით. რბილი, აბრეშუმისებრი, საკმაოდ მინერალური სასარულით ხასიათდება. აქვს ასევე ახლად აყვავებული ყვავილების, ცხრატყავას სურნელი”.

ვინოტერა ქისი გაუფილტრავი, შუხმანი, 2012 - პიტერ მოზერი აღნიშნავს, რომ ამ ღვინოშ იგრძნობა ფორთოხლის ცედრის, არდის ზეთის ყვავილოვანი ნიუანსები, დახვეწილი მინერალურობა, ახალი ბალახის ნოტები და ნუგა. არის ძალიან მრავალმრხივი ღვინო, ქარვისფერი ღვინის შესანიშნავი მაგალითი.

რქაწითელი, “ბაგრატიონი”, 2021 - ამ ღვინის შესახებ ისევ პიტერ მოზერი საუბრობს და ამბობს, რომ დელიკატური, სასიამოვნო ღვინოა თეთრი მსხლის, ვაშლისა და ნუშის არომატებით. 

შემდეგ “ხოხბის ცრემლების” 2016 წლის ცოლიკოურზე წერს: დახვეწილი არომატები აქვს, გარგრისი, ტკბილი ცილის, მწიფე ატმისა და ლაიმის. არის ხასიათი ღვინო გრძელი დაბოლოებით.

რქაწითელი, “ოქრო ღვინო”, 2015 - კაშკაშა ქარვისფერი, ნარინჯისფერი ანარეკლებით. ყვითელი ტროპიკული ხილი იგრძობა მარციპანის ელფერით და მცენარეული არომატით. სასიამოვნო მჟავიანობა, მდიდარი ღვინოა მინერალურობით გამორჩეული. ძალიან უხდება ბევრ კერძს, აქვს ინტენსიური არომატები და ძლიერი ტანინები.

ქვევრი ქისი, “ჭოტიაშვილი”, 2015 - საშუალოდ ქარვისფერი, ოქროს რკალებით. მიმზიდველი ბუკეტი აქვს, ახალი გარგრის, ანანასის და მარწყვის მსუბუქი ნოტები, ყვავილოვანი თაფლი და მწიფე ხილის ნიუანსები. გემოზე მშრალია, დელიკატური, ხავერდოვანი, ფონად აქვს ატმის ტონები. არის მრავალმხრივი ღვინო.

რქაწითელი რეზერვი ქვევრი, “მანაველი”, 2014 - ისევ პიტერ მოზელი წერს. აქვს მიმზიდველი ტკბილი, ხმელი ხილის ბუკეტი, მაგრამ ასევე ტროპიკული ხილის ნოტებიც, ყვავილოვანი თაფლით და ციტრუსის ცედრა, იგრძნობა მსხლის ტონები და ძლიერი ტანინები, აქვს სასიამოვნო მჟავიანობა, სტრუქტურა და დაბოლოებისას კარამელი. ახასიათებს მინერალურობაც. ღვინოებს სრულად მათსავე გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული