Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პირველი ქართული რესტორანი ვაშინგტონში

დღითიდღე ამერიკის დედაქალაქში ქართული ღვინოების და კერძების ცნობადობა იზრდება. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში DC Whole Foods-მა ქართულ ღვინოებს ცალკე სექცია დაუთმო. რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, აქამდე რამდენიმე რესტორანში, მათ შორის  Compass Rose-ში, ადგილობრივ მომხმარებლებს მხოლოდ ქართული ხაჭაპურის დაგემოვნება შეეძლოთ და ჩვენი კერძები კი ჯერ კიდევ უცნობია ვაშინგტონელთა უმეტესობისთვის. წამყვანი ამერიკული გასტრონომიული გამოცემები www.washingtonian.com და www.dec.eater.com აღნიშნავენ, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება, რადგან პირველი ქართული რესტორანი Supra იხსნება და ვაშინგტონში ქართული გემრიელი კერძების და საუცხოო ღვინოების გაცნობით ახალი გემოებისა და არომატების აღმოჩენის სიამოვნება ელოდებათ.

Supra - პირველი ქართული რესტორანი ვაშინგტონში ადრე შემოდგომაზე გაიხსნება, რომლის სამზარეულოს ქართველი შეფ-მზარეული, მალხაზ მაისაშვილი გაუძღვება. ის ამერიკაში საქართველოს საელჩოს ყოფილი შეფია. ქართული რესტორნის გახსნის მოლოდინში ამერიკული მედია Supra-ს მენიუს შემადგენლობაზე, ქართულ კერძებსა და ღვინოებზე უკე აქტიურად წერს. ხაზს უსვამენ, რომ საუბარია არა Georgia-ს შტატზე, არამედ ქვეყანაზე, Georgia-ზე, რომელსაც 8000 წლოვანი მეღვინეობის ტრადიცია აქვს.

ქართველი შეფიც მზად არის ამ დიდი გამოწვევისთვის ტრადიციული რეცეპტებით, რომლებიც სპეციალურად შეაგროვა სატელევიზიო შოუსთვის „ქართული სამზარეულოს საგანძური“ (Treasures of Georgian Cuisine).

დღეისთვის მენიუდან რამდენიმე დეტალია გამჟღავნებული: ხაჭაპური, ხინკალი, ჩაქაფული, საცივი და ფხალი, მოშუშული ბოსტნეული, ტრადიციული ინგრედიენტებით - ბროწეულით და ნიგვზით.

რესტორნის მფლობელი ჯონათან ნელმსი (Jonathan Nelms), იურიდიული ფირმის Baker McKenzie-ის პარტნიორი, საქრთველოზე შეყვარებული ადამიანია. ნელმსი ცენტრალურ ფლორიდაში გაიზარდა. 1989 წელს  დაუმეგობრდა ქართველ სტუდენტს, რომელიც იქ სასწავლებლად ჩავიდა. შემდეგ საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წელს, ნელმსი რუსეთში გაემგზავრა, სადაც, როგორც თავად იხსენებს,  საქართველოზე, როგორც მითიურ ადგილზე, ისე უყვებოდნენ.  სამი წელი ნელმსი მოსკოვში ცხოვრობდა, იქ იურისტად მუშაობდა, საკმაოდ რისკიან ბიზნეს-ატმოსფეროში. მეუღლესთან, ლაურა ნელმსთან ერთად  ქართულ რესტორნებს ხშირად სტუმრობდა. ძალიან მოსწონდათ ქართული კერძები. ამერიკაში დაბრუნებულებმა კი, ქართული სამზარეულოს უნიკალურობით შთაგონებულებმა, გადაწყვიტეს პირველი რესტორნის გახსნა. მალხაზ მაისაშვილის მიერ მომზადებული კერძები ნელმსმა პირველად 2011 წელს თბილისში დააგემოვნა, სადაც ის ცნობილი ქართული რესტორნების ჯგუფის მთავარი შეფი იყო.

რესტორანში მალხაზ მაისაშვილი ქართულ კერძებს ტრადიციული რეცეპტებით და თანამედროვე ინტერპრეტაციით მოამზადებს. აქ იქნება ხაჭაპური, არანაკლებ სამი ან ხუთი სახეობის, ასვე ხინკალი, ჩაქაფული... რესტორანს ექნება ტრადიციული ქართული ღუმელი, ახალი პურების საცხობად. რესტორნის სტუმრებს საშუალება ექნებათ ქართულ კერძებთან ერთად მათთან შეხამებული ქართული ღვინო დალიონ. დასაწყისისთვის 20-30 სხვადასხვა სახეობის ღვინო ექნებათ. აქცენტი კეთდება ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ ქარვისფერი ღვინობზე.

Supra სტუმრებს ჭაჭას, კოქტეილებს და ერთი სახეობის ლუდსაც შესთავაზებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული