Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო კალიფორნიაში los altos arts & Wine-ზე

Los Altos Arts & Wine ფესტივალი მრავალი წელია რაც იმართება და ცნობილია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით საუკეთესო ღვინოებს სთავაზობენ სტუმრებს. წლევანდელი ფესტივალიც, რომელიც 13-14 ივლისს გაიმართება, არ არის გამონაკლისი, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მასში მონაწილეობას შვიდი მეღვინეობა იღებს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ქვევრის ღვინოს წარმოადგენს.

ეს ფესტივალი განსაკუთრებით პოპულარულია Downtown Los Altos Farmers’ Market-ზე და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ღვინის მოყვარულისთვის. ფესტივალზე სულ 7 მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა ქართული koncho & Company - "საქართველო ცნობილია ღვინის უძველესი ტრადიციით, რომელიც 8000 წლიან ისტორიას ითვლის. ქართული ღვინოები ხშირად წარმოებულია ქვევრის მეთოდით, რომელიც UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. საქართველოში 525 სხვადასხვა სახეობის ვაზის ჯიში იზრდება, თუმცა მხოლოდ 38 გამოიყენება კომერციული ღვინის წარმოებისთვის” -  ქვევრის ღვინოს წარმოადგენს Koncho & Co 2019 წლის Saperavi Premium წითელი ღვინო, 2018 წლის ქისი ქარვისფერი ღვინო და 2020 წლის ქისი. ქართული ღვინის სტენდი განთავსებული იქნება State და Second ქუჩების კუთხეში. 

მონაწილეობას მიიღებს ასევე Bass Note Sangria: კალიფორნიული, ნატურალური ღვინის მარანი.Thomas Fogarty Winery & Lexington Wine Company - დოქტორ თომას ფოგარტიმ 1970-იან წლებში საკუთარ სახლში დაიწყო ღვინის წარმოება, რის შემდეგაც 1981 წელს დააფუძნა Thomas Fogarty Winery. მათ მეღვინეობაში, Santa Cruz Mountains AVA-ში, თეთრ ღვინოსთან ერთად აწარმოებენ Pinot Noir-ს და Nebbiolo-ს.  

Lexington Wine Company ყურადღებას ამახვილებს სხვა ტიპის ღვინოებზე. ფესტივალზე ისინი წარმოადგენენ 2023 'Rosalee' Rose of Pinot Noir-ს, 2019 Gewurztraminer-ს, 2019 Santa Cruz Mountains Chardonnay-ს და 2018 Vida Bella Vineyard Pinot Noir-ს.  Domenico Winery: დააფუძნეს დომინიკ და გლორია ჩირიჩილომ, რომლებმაც 1955 წელს ნიუ-იორკში დაიწყეს მეღვინეობა. მათ ვენახებში, კალიფორნიაში, იზრდება Chardonnay და Pinot Noir ჯიშები. 

ფესტივალზე ისინი წარმოადგენენ 2023 Rosato-ს, 2023 Pinot Grigio-ს და Mambo Italiano Italian Red-ს. Byington Vineyard & Winery: მდებარეობს სანტა კრუსის მთებში და ცნობილია მაღალი ხარისხის Pinot Noir-ით, Cabernet Sauvignon-სა და Chardonnay ღვინოებით. მათ ვენახებში, Anderson Valley-ში, იზრდება Chardonnay და Sauvignon Blanc-ის. ფესტივალზე ისინი წარმოადგენენ 2018 Chardonnay-ს, 2023 Sauvignon Blanc-ს, 2023 Rose-ს და 2019 Blanc De Blanc-ს. Naumann Vineyards უკვე 17 წელია მონაწილეობს ფესტივალში. მათი ვენახები  მდებარეობს Cupertino-ში, Montebello Road-ზე. ისინი აწარმოებენ Tre Rosso Cali-ს, რომელმაც მოიგო ვერცხლის მედალი San Francisco Chronicle Wine Competition-ში და ოქროს მედალი Finger Lakes International Wine Competition-ში. ფესტივალზე ისინი წარმოადგენენ 2012 Tre Rosso Cali-ს, 2019 Merlot-ს, 2021 Rosé-ს და 2019 Chardonnay-ს. 

Los Altos Arts & Wine ფესტივალი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რათა ღვინის მოყვარულებმა აღმოაჩინონ და დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ღვინოები. Qvevri Wine Georgia-ს მონაწილეობა ფესტივალში მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ამერიკელ ღვინის მომხმარებლებს გააცნობს.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com



როგორ მოხშირდა აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ნეტავ ეს რამ გამოიწვია? უფრო მეტი და მეტი ასეთი ფესტივალი!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული