Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული პლატინები და ოქროები Decanter World Wine Awards-ზე

გუშინ მსოფლიოს ერთი–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსის, Decanter World Wine Awards–ის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.

წლევანდელი Decanter World Wine Awards–ის შედეგებით 68 ქართული ღვინო გახდა პლატინის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 219 წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის 65 ღვინის დიდოსტატი და 20 მასტერ სომელიე აფასებდა 2017 წლის მსოფლიოს ღვინოებს.

წლევანდელი შედეგები უპრეცედენტო იყო ქართული ღვინისთვის. მაგ. 2016 წელს 66 ქართულმა ღვინომ მიიღო ვერცხლი და ბრინჯაო. სხვა წლებშიც Decanter World Wine Awards არ გვაკარებდა ოქროს, არ გვანებივრებდა ისე, როგორც, მაგალითად Concours Mondial de Bruxelles, China Wine & Spirits Awards, Mundus Vini, Hong Kong International Wine & Spirits Competition და სხვ.

ქართული ღვინო თავიდანვე, 2007 წლიდანვე ჩაერთო ამ კონკურსში, შეგახსენებთ, პიონერები თბილღვინო და თელავის მარანი იყვნენ. შემდეგ წლებში კიდევ არაერთი კომპანია ჩარეთო და 2010–ში უკვე ოქროც მოვიპოვეთ. 2011, 2012, 2013, 2014 წლები ერთნაირად უფერული იყო, თუმცა 2015 და 2016 წელს აშკარად იმატა ვერცხლმა. 2017 წელი კი მართლაც გამორჩეული გამოდგა და ბევრის აზრით ეს მოსალოდნელიც იყო.

ორი პლატინა:

ქართული ღვინის ისტორიაში პირველად Decanter World Wine Awards-ზე ორმა ქართულმა ღვინომ მიიღო უმაღლესი - პლატინის მედლები:

Château Mukhrani Réserve Royale Saperavi, 2012 -Platinum: Best Georgian Red

Maranuli Barrel Selected Ostkhanuri Sapere, 2015 - Platinum: Best Value Georgian Red.

ორი ოქრო:

Vaziani "Makashvili Wine Cellar" Mtsvane 2015

Winery Khareba red "In vino veritas" 2012

შვიდი ვერცხლი:

Bagrationi 1882 Bagrationi Finest 2015

Château Mukhrani Réserve Royale Goruli Mtsvane 2013

Khvanchkara, Telavi Wine Cellar Marani 2016

Napareuli, Telavi Wine Cellar Marani 2014

Kindzmarauli, Telavi Wine Cellar Marani Semi Sweet 2015

Telavi Wine Cellar Satrapezo Saperavi 2014

Lukasi Family Reserve Saperavi 2014

კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა დაიმსახურეს ასევე 36 ბრინჯაოს მედალი, 21 ღვინოს კი რეკომენდაცია მისცა ჟიურიმ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.