Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოები სადღესასწაულოდ: ბეტსი ენდრიუსის პერსპექტივა

ქართულ ღვინის შესახებ ბეტსი ენდრიუსი, ღვინის მწერალი და ჟურნალისტი წერს. სტატიას ამერიკულ გამოცემაში, Imbibe Magazine-ში ვკითხულობთ. ავტორი ქართული ღვინოების უნიკალურობაზე,მრავალფეროვნებასა და სადღესასწაულო ტრადიციების შესახებ წერს, ყურადღებას ამახვილებს უძველესი მეღვინეობის ტრადიციაზე და მკითხველს უამბობს, თუ როგორ შეიძლება ქართული ღვინო გახდეს ამერიკული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილი.

მწერალი მკითხველს სუფრის ტრადიციების შესახებ უამბობს, საუბრობს ქვევრზე, მის ფორმაზე და შემდეგ მასში ღვინის დავარგების თავისებურებებზე: “ქართულ ღვინოს, მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულების ისტორია აქვს, ჩვენ არც ისე დიდი ხანია რაც ვიცით. განსაკუთრებით რუსული ემბარგო დაეხმარა ქართულ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრის აღმოჩენასა და ადგილის დამკვიდრებაში. დროთა განმავლობაში ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა, უფრო მეტად კომპლექსური გახდა და მეტად დახვეწილი.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ლაშა ცატავა, ნიუ-იორკში ცნობილი ქართული რესტორნის Chama mama-ს სომელიე აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინის წარმოუდგენლად დიდი “საქართველოს წარმოუდგენლად დიდი პერსპექტივა აქვს და განსაკუთრებით საინტერესო ამერიკული დღესასწაულებისთვისაა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ორი კულტურის ერთმანეთთან დასაახლოვებმად,”.

ენდრიუსი დეტალურად აღწერს, როგორ ინარჩუნებს საქართველო უძველეს მეღვინეობის ტექნიკას, როგორიცაა ქვევრი, და როგორ აერთიანებს მას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ვკითხულობთ “შუხმან ვაინის” ვინოტერას ქისზე, რომელიც ავტორისთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ღვინოა, აღნიშნავს Mtsvane Estate-ის პეტ-ნატსაც: “ეს ღვინო შესანიშნავი იქნებოდა მადლიერების დღის დასაწყებად და დასასრულებლად, ხოლო მეორე დღეს ინდაურის სენდვიჩებსაც ძალიან მოუხდებოდა” - ვკითხულობთ კრისტი კენტერბერის შეფასებას. Orgo Rkatsiteli: “ქართული ქარვისფერი ღვინო, რომელიც იდეალურია მადლიერების სუფრისთვის”. Napheri Rkatsiteli: არომატული და სუფთა ღვინო, რომელიც Thanksgiving-ის კერძებისათვის შესაფერისია. Casreli Erekle’s Wine: “საინტერესო ღვინო, რომელიც რისლინგის მსგავსად მდიდარია არომატებით და იდეალურია ნოყიერი კერძებისთვის. Uzanishvili Mukuzani Cellar Mtsvane: ძალიან სასიამოვნო ტექსტურა აქვს, ღვინოში იგრძნობა დარიჩინის არომატები, რაც განსაკუთრებით საშობაო კერძებს მოუხდება. ვკითხულობთ “ბაიას ღვინის” შესახებაც, რომლებიც, ავტორის აზრით, ძალიან მოუხდება სადღესასწაულო სუფრას და განწყობას.

Andrews ხაზს უსვამს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, რომელიც 500-ზე მეტ ენდემურ ჯიშსა და 2,400 კომერციულ მეღვინეობას მოიცავს. სტატიაში ქარვისფერი ღვინოების შესახებაც ვკითხულობთ, რომლებიც, ავტორის აზრით, განსაკუთრებულად უხდება სადღესასწაულო კერძებს: “ქარვისფერი ღვინოები ძალიან მოუხდება ინდაურის ხორცს, სოუსებსა და კარტოფილს, ბოსტნეულს, მოხარშულ და შემწვარ კერძებს”     

ენდრიუსი ამბობს, რომ ღვინის ტემპერატურის სწორად შერჩევაც ის ნაწილია, რაც ქარვისფერი ღვინოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კრისტი კენტერბერი აღნიშნავს: “პირდაპირ მაცივრიდან გამოტანილი ქარვისფერი ღვინო ვნებს ტანინებს, თუმცა სწორი ტემპერატურა პირიქით, მეტად ავითარებს არომატებს ღვინოში.”

ავტორი განიხილავს წითელ ღვინოებს, საფერავსა და ალექსანდროულს, რაც განსაკუთრებით იდეალურია ხორციანი კერძებისთვის. Chateau Mukhrani-ის ღვინოებს გამოარჩევს მისი დახვეწილი სტრუქტურის გამო, რაც, როგორც თავად ამბობს, “კაბერნეს” მოყვარულებს განსაკუთრებით მოხიბლავს. სტატიას გაეცანით imbibe-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული