Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ირლანდიაში

რამდენიმე დღის წინ The Irish Times–ში ჯონ უილსონის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ღვინოს მიეძღვნა. სტატიაში ქართული ღვინის შესახებ კარგად ნაცნობ ლეგენდებსაც ამოიკითხავთ და რეალურ ამბებსაც ნახავთ. კარგია, რომ ავტორი თამამად საუბრობს საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის სტატუსზე და არც 8000 მოსავლის სლოგანი ავიწყდება. დიდი ყურადღება ეთმობა ქვევრის თემასაც, სადაც ავტორი ამბობს, რომ წითელი ქვევრის ღვინოები შეიძლება მაინცდამაინც განსხვავებული არ იყოს კლასიკური წითელი ღვინოებისგან, მაგრამ თეთრი ქვევრის ღვინოები შოკისმომგვრელ განსხვავებას გვთავაზობსო და იქვე დასძენს, ღვინის ისეთ დედაქალაქებში, როგორიც ლონდონი და ნიუ იორკია, ამ ღვინოების ნამდვილი ბუმიაო.

სასიამოვნოა, რომ ავტორი ნარინჯისფერი ღვინის ცნებას (Orange Wine) იქვე ქარვისფერით აზუსტებს (Amber Wine) და ახალბედებს ამ ორი ღვინის სანიმუშო ჯიშებად საფერავს და რქაწითელს უსახელებს.

ბოლოს ავტორი რამდენიმე ხელმისაწვდომ ქართულ ღვინოს ახასიათებს: თბილღვინოს საფერავს (2014), შავკაპიტო, ხოხბის ცრემლები (2014), ციცქა, ნიკოლაძეების მარანი (2014) და თბილღვინოს ქვევრის რქაწითელი (2014).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.