Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ჰონგ-კონგში Vinexpo HK- 2018-ზე

29-31 მაისს ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა Vinexpo HK- 2018 ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელმა 13-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ  გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ  ბიზნეს-ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: „ჯიმშერი“, „ასკანელი ძმები“, „GWS“, „შატო მუხრანი”, „ბესინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „ზეარისი“, „თელიანი ველი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“, „თბილღვინო“, „შპს ქინძმარაული“ და „კორპორაცია ქართული ღვინო“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჰონგ-კონგის „Vinexpo HK“ წელს მე-20-დ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენად ითვლება, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.