Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო გლობალურ ასპარეზზე - New York Times

ამერიკულ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჟურნალში The New York Times - სტატია ქვეყნდება, სადაც მიმოიხილავენ ქართული ღვინის ინდუსტრიის დილემას: რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებასა და დასავლურ ბაზრებზე გასვლის საჭიროებას ქვეყნისთვის. სტატია აღწერს ისტორიულ კონტექსტსა და თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს.

ავტორი წერს, რომ „საქართველოს მეღვინეების ბედი ხანგრძლივი პერიოდი რუსეთზე იყო დამოკიდებული,“ რაც რუსეთის მნიშვნელოვან როლზე ამახვილებს ყურადღებას ქართული ღვინის ინდუსტრიაში. 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის თითქმის 70% ექსპორტზე რუსეთში გადის, რაც ქვეყნის მთლიანი წარმოების 214 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. თუმცა, ეს დამოკიდებულება პოლიტიკურად სარისკოდ მიიჩნევა, რადგან „რუსული ბაზარი ყოველთვის ძალიან პოლიტიკური იყო,“ როგორც აღნიშნავს თინა კეზელი, საქართველოს ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი.

სტატიაში ქართველი ცნობილი მეღვინეების მოსაზრებებსაც ვკითხულობთ. კახა ჩოტიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ მეღვინეობას დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი სჭირდება: „ჩვენ ღვინოსთან ერთად ჩვენს კულტურას ვაცნობთ მსოფლიოს. საქართველოში ნავთობი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ღვინო. საქართველოს უფრო მეტი და ნათელი მომავალი ექნება, თუ რუსულ ბაზარს დავეხსნებით” აღნიშნა ჭოტიაშვილმა. მისი მეღვინეობა წელიწადში 50,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ძირითადად დასავლეთის ბაზარზე იყიდება.

სტატიაში წერენ გოგი დაქიშვილზეც, რომელიც ქვევრის ღვინის ჩამოსხმის ერთ-ერთი პიონერია: „რუსეთის ბაზარი მარტივია, რადგან ჩვენი ღვინოები მათთვის ცნობილია და ცნობადობის გასაზრდელად დამატებითი ფინანსები არ გვჭირდება, ამავდროულად, ძალიან არამდგრადი, არასტაბილურია პოლიტიკური მიზეზების გამო" ძალიან დადებითად აღნიშნავს 2006 წლის ემბარგოს, რომელმაც მეღვინეებს დასავლეთის ბაზრების ათვისების მოტივაცია მისცა. ამ საკითხზე კომენტარს ნატურალური ღვინის მწარმოებელი “ნიკალას მარნის” ხელმძღვანელიც აკეთებს, ზურაბი რუსეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვაზე უარს ამბობს: „მე უბრალოდ არ მიყვარს რუსეთი. რუსეთთან ურთიერთობა და მეღვინეობა, ეს ორი საქმე ერთდროულად არ გამოვა.” და ხაზს უსვამს იმას, რომ მეღვინეობის გაგრძელების შემთხვევაში, დასავლურ ბაზრებზე აქცენტის გაკეთება უფრო მიზანშეწონილია. მისი ღვინოები ძირითადად ნიუ-იორკში იყიდება, ხოლო თითო ბოთლის ფასი დაახლოებით $18-ია.

საქართველოს ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი თინა კეზელი აღნიშნავს: „რუსეთის ბაზარი ყოველთვის ძალიან პოლიტიზებულია.“ მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე მუშაობა მუდმივ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან „ყოველთვის ყველაფერი იარაღად გამოიყენება.“

ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი რობერტ ჯოზეფი ამბობს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ინდუსტრიამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი თქმით: „საბჭოთა პერიოდში ღვინო დაბალი ხარისხის იყო და ძირითადად ტკბილი. თუმცა, ენთუზიასტებმა და მეღვინეებმა ტრადიციული მეთოდების გამოყენებით მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება დაიწყეს, პროდუქტიც, თავისთავად გაუმჯობესდა.”

სტატიაში ხაზგასმულია 2006 წელს რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტზე დაწესებული ემბარგო, რამაც მრავალი მცირე მეღვინეობა გააკოტრა. მიუხედავად ამისა, ამ კრიზისმა მეღვინეები აიძულა, ევროპასა და ამერიკაში ახალი ბაზრები მოეძებნათ. როგორც გიორგი დაქიშვილი ამბობს: „რუსული ემბარგოს გარეშე, ამჟამინდელ სიტუაციამდე მისასვლელად გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდებოდა.“

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ღვინო საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ავტორი წერს: „საქართველოში თითქმის ყველა სახლი მარნით იწონებს თავს.“ ღვინის ინდუსტრიის ცვლილებები, სადაც ტრადიციული მეთოდები და დასავლური ბაზრები ერთობლივად ქმნიან ახალ, ინოვაციურ მიმართულებებს, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული პოზიციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტატიას წაიკითხავთ The New York Times-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული