გამოქვეყნებულია: 7 აგვისტო, 2011 - 01:44
25.00 ლარი
ორიოდე თვის წინ ჩვენ უკვე გვქონდა «ნიკას ღვინის» 2008 წლის მოსავალზე საუბარი. სულ ახლახანს კი ბაზარზე 2009 წლის საფერავიც გამოჩნდა. ღვინო ანაგური საფერავიდანაა დაყენებული, ქვევრში, ტრადიციული მეთოდით. ამ გაუფილტრავმა ღვინომ ორი წლის წინ ძალიან შემიცვალა აზრი ამ მხარის (ანაგადან - ტიბაანამდე) საფერავებზე. ეს არის ძალიან მკვეთრი ინდივიდუალობის მქონე, სავსე ღვინო, სადაც პირველ რიგში ველური პიტნის, სალბის (შალფეი) და მოცვის მურაბის სურნელები ჩანს. ახალი და ეფექტური ღვინოა, მკვეთრი და აგრესიული გემოებით, მაგრამ მგონია, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება. მიაყოლეთ შეწვარ საქონლის ხორცს, სუნელებით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი