24-27 აპრილს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა GastroNord 2018 ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილობდა, რომელთაც გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს.
GastroNord პირველად 1985 წელს მოეწყო და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით გამოფენა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. GastroNord 2018-ზე 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში GastroNord 2018 მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი“, „ქაპ ჯორჯია/ბრუალე“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „საწნახელი“, „ვარციხის მარანი“, „ბესინი“, KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები“ და „წინანდლის მამული“.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი