Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ProWein São Paulo 2024-ზე

 

ProWein São Paulo 2024, რომელიც 1-3 ოქტომბერს იმართება, ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვინის გამოფენაა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან იქნებიან წარმოდგენილნი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინოების წარდგენა Wines of Georgia-ს მეშვეობით. Prowein საშუალებას მისცემს ბრაზილიელ ღვინის მომხმარებლებს გაეცნონ საქართველოს ღვინის კულტურას და ტრადიციებს. Wines of Georgia-ს სტენდი გამოფენაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ქარვის, ასევე წითელ ღვინოებზე, რომლებიც ტრადიციული ქვევრის მეთოდით იწარმოება.

როგორც ბრაზილიური ვებგვერდიდან ვკითხულობთ, ყურადღება გამახვილებულია უძველეს ჯიშზე, საფერზე, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს სტუმრებში: “საქართველოს მონაწილეობის მთავარი მიზანია ბრაზილიურ ბაზარს გააცნოს ეს კომპლექსური და გასტრონომიული ღვინოები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტანინებით, მჟავიანობითა და დაძველების უნარით. საბჭოთა პერიოდის შეზღუდვების გამო, ქართული ღვინო ნაკლებად იყო ცნობილი საერთაშორისო არენაზე, თუმცა ამჟამად დიდი აღიარება აქვს სხვადასხვა ღვინის ექსპერტების მხრიდან.” - ვკითხულობთ საიტზე.

გარდა ამისა, ProWein São Paulo 2024 წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ღვინის ინდუსტრიის ტენდენციების განხილვისთვის. აქ ჩატარდება მასტერკლასები, დეგუსტაციები და საგანმანათლებლო სესიები, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუმრებს გაიღრმავონ ცოდნა გლობალური ღვინის წარმოების შესახებ. გამოფენა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქართული ღვინოების პოზიციის განმტკიცებისთვის ლათინური ამერიკის ბაზარზე.

გამოფენაზე განსაკუთრებული როლი ენიჭება ანდრე და კარლა ბადერებს, რომლებიც 2023 წლიდან საქართველოში ცხოვრობენ და აქტიურად მუშაობენ ბრაზილიურ ბაზარზე ქართული ღვინოების შემოტანაზე. მათ ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებში ჩაღრმავებით შექმნეს პორტფოლიო, რომელიც 500-ზე მეტ ქართული ღვინის ეტიკეტს მოიცავს. ისინი გამოფენაზე მასტერკლასს ჩაატარებენ, სადაც გააცნობენ სტუმრებს ქვევრის ღვინოების დამზადების ნიუანსებს და წარმოადგენენ ღვინის დაძველების ტრადიციებს. საქართველოდან წარსდგებიან შემდეგი ბრენდები:

შილდა”

”ვაზისუბნის მამული”

”ფალავანი”

”ასკანელი”

GWS

“დუგლაძე”

”შატო მუხრანი”

ღონისძიება აერთიანებს 1400-ზე მეტ მწარმოებელს 34 ქვეყნიდან და 12 000-ზე მეტ სტუმარს. Prowein São Paulo არის გამოფენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბრაზილიური ბაზრის 20% სწორედ საო პაულოში მდებარეობს და 40% რეგიონის გარშემო აწარმოებს ღვინოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



სულ ბობოლები.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული