Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კიდევ ერთი ამერიკელი ექსპორტიორი

 კირკ პარსონსი მეუღლესთან ერთად, Mike Wolanin-ის ფოტო

გამოცემა THE REPUPLIC აქვეყნებს სტატიას ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კირკ პარსონსმა, 48 წლის ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, რომელიც საქართველოში მსახურობდა და ძალიან შეუყვარდა ეს ქვეყანა, მისი კულტურა და ღვინო, ქართული ღვინის ამერიკაში გატანა დაისახა მიზნად. მისი კომპანია, Parsons Fine Imports, პირველ ტვირთს - 14 000 ბოთლ ღვინოს - მარტის შუა რიცხვებში ჩაიტანს საქართველოდან ამერიკაში.

პარსონსი საქართველოში პირველად 2014 წელს, სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ის პირველივე სამუშაო შეხვედრის შემდეგ აღმოჩნდა ქართულ სუფრაზე (,,მადლიერების სადილზე“, როგორც თვითონ უწოდებს), სადაც გასინჯა კიდეც ქართული ღვინო - ტრადიციული ქართული საფერავი. ,,ეს იყო მსუბუქი, მშრალი წითელი ღვინო, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. მომხიბლა მისმა უნიკალურობამ და იმან, რომ ის კულტურის ნაწილია,“ - იხსენებს პარსონსი. მას შემდეგ ამერიკელმა საქართველოში არაერთხელ იმოგზაურა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ქართული ღვინო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეცნო სამშობლოში. პარსონსი მოუთმენლად ელოდება ქართული ღვინის პირველი პარტიის ჩასვლას ამერიკაში და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი რესტორნები, დისტრიბუტორები თუ მაღაზიები სათანადოდ დააფასებენ ქართული ღვინის უნიკალურობას. ,,ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართველები 8000 წლის წინ აყენებენ ღვინოს და დღემდე მათი მეღვინეობის ტრადიციული მეთოდები თითქმის უცვლელია,“ - ამბობს პარსონსი.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი ქართული მეღვინეობის შესახებ უყვება მკითხველს - ქართული მეღვინეობის კულტურა 8000 წლის წინ იღებს სათავეს, რასაც მოწმობს არქოლოგიური აღმოჩენები და სამეცნიერო სტატიები. სწორედ ამიტომ ითვლება ეს ქვეყანა ღვინის სამშობლოდ. უკეთ რომ აგიხსნათ, ქართული მეღვინეობა რომის იმპერატორ იულიუს კეისარზე 5900 წლით, ხოლო შუმერულ დამწერლობაზე (რომელიც დამწერლობის უძველეს სისტემად ითვლება) – 2600 წლით უფროსია. შავი ზღვის პირას მდებარე ეს ქვეყანა მეინის შტატზე პატარაა და 500-ზე მეტი  ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლოა. საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ქვევრი - კვერცხის ფორმის, თიხის ხელნაკეთი ჭურჭელი, რომელსაც მთელი ამ 8000-წლოვანი ისტორიის განმავლობაში იყენებენ ღვინის დასაყენებლად და შესანახად. ქვევრის მოცულობა შთამბეჭდავია და ხშირად 1000 ლიტრსაც კი აჭარბებს. ის მიწაშია ჩარგული, რათა ღვინის დუღილისა და დაძველების დროს  ჭურჭელში ტემპერატურა უცვლელად შენარჩუნდეს. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი მეთოდია ყურძნის კანთან კონტაქტით დუღილი, რაც ჩვეულებრივ თეთრ ღვინოს ქარვისფრად აქცევს. ქვევრი დღესაც გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში და პარსონსის მიერ საექსპორტოდ შერჩეული რამდენიმე ღვინო სწორედ ქვევრისაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული