გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი, 2013 - 14:46
ხუთშაბათს, 28 თებერვალს, ღვინის ბარ "აზარფეშაში", ინგოროყვას 2–ში, ღვინის კლუბი და ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი, გელით დეგუსტაციაზე – ქართული ღვინისა და ყველის ქორწილი, გავსინჯავთ და ერთმანეთს შევუხამებთ ყველა ტიპის ქართულ ღვინოს და ყველას.
ღვინო:
თეთრი მშრალი, ქვევრის კახური, თეთრი ნახევრადმშრალი, თეთრი ნახევრადტკბილი, ტკბილი, ვარდისფერი, წითელი მშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, შემაგრებული.
ყველი:
ქართული ტრადიციული ყველები – იმერული, თუშური გუდის ყველი, მეგრული სულგუნი, შებოლილი სულგუნი, ჩოგი (თუშეთი), ტენილი, ჩეჩილი (მესხეთი).
ქართული აღდგენილი ყველები – ჭაჭაში დავარგებული, საფერავში დავარგებული (კახეთი), თაფლში დავარგებული, მესხური ქონდრიანი, ნივრიანი ყველი (მესხეთი), პიტნიანი სქიბუ, ლაგუჯი.
ევროპული ტიპის საქართველოში დამზადებული ყველები – პარმეჯანოს ტიპის, გაუდას ტიპის, ჩედარიზებული შაშკვლავით (ობიანი), ჩედარიზებული როზმარინით (ობიანი).
ჩაროზად – ყველის ხვეულები ნადუღით და პიტნით.
დასაწყისი 19 სთ-ზე.
დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა ნომერზე: 551 104086.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებით: გადმორიცხეთ საფასური "თიბისი" ბანკის ანგარიშზე GE89TB7703136080100003 და დანიშნულებაში მიუთითეთ - "დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]". მიმღები "შპს ღვინის კერა".
ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი.
დეგუსტაციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ დეგუსტაციაში მონაწილეობის მსურველებმა ბილეთის საფასური ჩარიცხცოთ 27 თებერვლის (ოთხშაბათის) ჩათვლით.
თემა:
თქვენი კომენტარი