Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუტაცია ჰამბურგში

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართული ღვინის დეგუსტაცია B2B ფორმატში გაიმართა, სადაც ღონისძიებას მთლიანობაში 70-ზე მეტი ღვინით დაინტერესებული ადამიანი დაესწრო. ჩატარდა სამი მაღალი ხარისხის მასტერკლასი, რომლის ბილეთებიც წინასწარ იყო დაჯავშნილი. ღვინის ოსტატებმა იანეკ შუმანმა, რომანა ეხენშპერგერმა და კრისტოფ რაფელტმა განსაკუთრებით აღნიშნეს ქართული ღვინის მიმართ ინტერესი და მოწონება. 

მაიკ ფრერსი და იან კოხი, ff.k Public Relations-ის (ორგანიზატორი კომპანიის) საზოგადოების ურთერთობის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ღვინის პროფესიონალთა საზოგადოებამ ძალიან კარგად და დადებითად მიიღო ეს ღონისძიება, რაც სამომავლოდ სხვა გეგმებს უხსნის გზას: “ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთი ტიპის დეგუსტაციამ, ჩვენი ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებულმა ღონისძებამ ძალიან გაამართლა. ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ ერთი ასეთი ტიპის  wein Campus 2024 წელსაც ჩავატაროთ, რათა ეფექტიანად გავაერთიანოთ მწარმოებლები და მომხმარებლები”. - ვკითხულობთ ff.k Public Relations-ის გვერდზე.

ჯანეკ შუმანი ღვინის ექსპერტი და მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი დეგუსტაციაზე მასტერკლასს უძღვებოდა, რომანა ეხენშპეგერი კი მოდერატორი იყო, რომელიც ქართულ ღვინოსა და მასტერკლასებზე საუბრობს: “ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ღვინის ბაზარსა და ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი თემების განსახილველად და მეტი ინფორმაციის მისაღებადაც, მოუთმენლად ველი შემდეგ ასეთ ღონისძიებას” - აღნიშნავს ექსპერტი.

დეგუსტაციებისა და მასტერკლასების თემა სხვადსხვა იყო, იმსჯელეს ლუარის რეგიონიდან კაბერნე ფრანკის ღვინოების დავარგების პოტენციალსა და ქართული ვაზის ავტოქტონურ ჯიშებზე, ასევე ქვევრის ტექნოლოგიაზეც. სამი მასტერკლასის გარდა ff.k-ზე სტენდები და იქ წარმოდგენილი ღვინოები იყო. დეგუსტაციაზე 30-მდე დასახელების სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო წარმოადგინეს, იყო ასევე პრეზენტაციები ღვინის გაყიდვების სფეროს 100-მდე წარმომადგენელთათვის საქართველოსა და ქართული გასტრონომიის შესახებ, ცენტრალური საკითხი იყო კულტურა და თანამედროვე ინდუსტრია.

ფელიქს ფრომჰერცი, ერთ-ერთი ექსპერტი და გუნდის ხელმძღვანელი ღონისძები ფორმატზე საუბრობს: “ეს სრული საოცრება იყო, თუმცა დიდ წარმატებებამდე არც ისე პატარა გზაა გასავლელი, ძალიან კარგია სამი ასეთი მნიშვნელოვანი რეგიონის სიღრმისეულად გაცნობა და 70-ზე მეტი ღვინის დაჭაშნიკების, შემდეგ კი მათი უფრო უკეთ გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც სწორედ ამ შესანიშნავი ფორმატის გამო მოვახერხეთ”.

გერმანია ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანიაში წელს პირველი 5 თვის განამ,ვლობაში 336 366,5 ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც შარშანდელთან შედარებით 5%-ით მეტია, მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კლების ნაცვლად ზრდა მაინც შეინიშნება. ინფორმაციას დეგუსტაციის შესახებ FF.k Relations-ის გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული