15-17 ივლისს სან-ფრანცისკოში, Prima Materia Winery Tasting Room-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია Bevri Restaurant-ისა და ფონდი Donum Vitae-ს ორგანიზებით უკრაინის დასახმარებლად, წამლებისა და პირველადი დახმარების გაგზავნის მიზნით გაიმართა: “ღვინის დეგუსტაცია უამრავ ვიზიტორს იზიდავს, ღვინის მოყვარულებს, ვისაც შესანიშნავი ღვინის გემოთი დატკბობა სურს მზის ჩასვლის ფონზე. აქ სტუმარს საშუალება აქვს გაეცნოს ღვინის კულტურას, სხვადასხვა გემოებსა და არომატებს.”
სტატიაში ქართული ღვინის კულტურის შესახებაც საუბრობენ, ქვევრის დაყენების მეთოდზე. გარდა ქართული ღვინის დეგუსტაციისა, გამოფენის ფარგლებში გაიმართა გამოფენა “Bacteriopolis”: “ათასობით სხვადასხვა სახეობა ცხოვრობს ამ ფერად ბაქტერიულ ტერარიუმში მწვანე ციანობაქტერიები, ფორთოხლისფერი რკინის ოქსიდიზატორები და ნაცრისფერი ცელულოზას მჭამელნი. ამ კულტურის შესაქმნელად მეცნიერებმა Golden Gate-ის პარკის აუზის ნალექი ქაღალდთან და კვერცხთან ერთად შეურიეს. დაბალი მოვლა-პატრონობის პირობებში ამ გამოფენას განუსაზღვრელი ვადით ცხოვრება შეუძლია. მას მხოლოდ მზის შუქი და წყლის დროდადრო დამატება სჭირდება” - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოფენა-გაყიდვებით შემოსული თანხა უკრაინაში სამედიცინო საშუალებებით დახმარებისა და გადაგზავნის გარდა უკრაინელი დიზაინერების დასახმარებლადაცაა: “ომმა ბევრ უკრაინელ დიზაინერსა და მხატვარზე იმოქმედა. ახლა მათთვის მსოფლიოსთან კონტაქტიც კი პრობლემაა, მიმდინარე მარაგის გადაადგილება, საწარმოო ხარჯები, შეკვეთების გაგზავნა.. ამ ყველაფრისთვის დახმარება სჭირდებათ ჩვენგან”.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა. რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკიური სანქციები კი დღითიდღე იზრდება. შეგახსენებთ, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ღვინის კომპანია ამბობს უარს რუსეთში პროდუქციის გაყიდვაზე, თუმცა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით პირველ ადგილზე ისევ რუსეთია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი