Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინის კლუბში” გამართული ლექცია “ხვანჭკარის” ხალხურ მეთოდს მიეძღვნა

8 ივნისს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში "ღვინის კლუბის" მორიგ ლექცია-სემინარზე ცნობილმა ეთნოგრაფმა, პროფესორმა ლევან ფრუიძემ ღვინო "ხვანჭკარას" ხალხურ ტექნოლოგიასა და თანამედროვეობაზე ისაუბრა.
ლევან ფრუიძის თქმით, ამ სახელგანთქმული ღვინის დაყენების ხალხური და თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილი ყურძნის ჯიშების - ალექსანდრეულისა და მუჯურეთულისგან დამზადებულ ღვინოს "ხვანჭკარა" კომუნისტების პერიოდში ეწოდა, რაჭის ერთ-ერთი სოფლის – ხვანჭკარას მიხედვით. მანამდე მას "ყიფიანის ღვინის" სახელწოდებით იცნობდნენ და სწორედ ამ სახელით მოიპოვა საერთაშორისო აღიარება გასული საუკუნის დასაწყისში.
ლევან ფრუიძის ინფორმაციით, იმ დროისათვის თავადი ყიფიანი მთლიანად ხალხურ ტრადიციებს ეყრდნობიდა და "ყიფიანის ღვინო" იყო ისეთი, როგორსაც საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ რაჭველი მევენახეები. ალექსანდრეულსა და მუჯურეთულს ძველად შავ კაბისტონსა და საფერავსაც ურევდნენ და უკეთეს ღვინოს იღებდნენ. რაც მთავარია, ყურძენს საკმაოდ გვიან, თითქმის უკვე შემჭკნარს კრეფდნენ და ტკბილს ბოლომდე ადუღებდნენ. ასეთი ღვინო გამოდიოდა ბუნებრივად ნახევრადტკბილი, დაძველების დიდი პოტენციალით. მაღალი შაქრიანობის გამო მას ტკბილი გემო ჰქონდა. ვინაიდან "ყიფიანის ღვინოს" სახელი ამ ბუნებრივმა სიტკბომ გაუთქვა, კომუნისტების პერიოდში დაიწყო ე.წ. ნახევრადტკბილი "ხვანჭკარას" მასობრივი წარმოება მოდებაძის მეთოდით. სწორედ ამ მეთოდით მზადდება დღესაც ქართული ღვინის ინდუსტრიაში "ხვანჭკარა". ძველი, ხალხური ტექნოლოგია კი დავიწყებას ეძლევა.
"რასაც ახლა ჩვენ "ხვანჭკარას ვეძახით, სხვა არაფერია, თუ არა ავადმყოფი ღვინო. მოდებაძის მეთოდი ფაქტობრივად არის ამ ღვინის თანამედროვე ქარხნული ფალსიფიკაცია. იგი გულისხმობს ღვინის დუღილის ხელოვნურად შეწყვეტას, რის შედეგადაც ვიღებთ არასრულფასოვან პროდუქტს, რომელსაც არანაირი დაძველების პოტენციალი არა აქვს. ეს მაშინ, როცა ძველად 5 წლის "ხვანჭკარა" ახალ ღვინოდ ითვლებოდა და ამის შემდეგ კიდევ წლების განმავლობაში შეიძლებოდა მისი დაძველება", - განაცხადა ლევან ფრუიძემ.
მხცოვანი ეთნოგრაფი წლების განმავლობაში იკვლევს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის საკითხებს. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მას მაინც აქვს იმედი, რომ ქართული ხალხური ტრადიციები და ტექნოლოგიები დავიწყებას არ მიეცემა და თანამედროვე მეღვინეობაში აუცილებლად დაბრუნდება.
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com
 


ჯობს ღვინის კლუბმა იზრუნოს ჯიშების სწორად დასახელებაზე და ხალხში დამკვიდრებაზე. ლევან ფრუიძეს ვერ გავამტყუნებ, რადგან მათი თაობა არ აქცევდა დიდ ყურადღებას მსგავ ფაქტებს.


სიმართლე გითხრათ დღემდე მიდის დავა ამ საკითხზე. :)


es Rvinis klubis ki ara, enatmecnierebis prerogativaa


რომელი ენათმეცნიერების უკაცრავად? როდინოულს როდინეული რომ დაარქვეს?


xvanWkara ratom aris avadmyofi Rvino iqneb uketesad axsnas vinmem? imitom rom "modebaZes meTodiT" keTdeba?


ავადმყოფი ღვინო რა თქმა უნდა გადამეტებაა. თუმცა ბატონ ლევანს თავისი არგუმენტები აქვს :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული