Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაციები იაპონიაში

იაპონიის ქალაქებში, ტოკიოსა და ოსაკაში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციები  გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით,  კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით, საქართველოს  წელს ორჯერ ეწვია. მისი ავტორობით იაპონურ ჟურნალის - „Sommelier” ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ  „WANDS“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდა.

ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი ლევან ცინცაძე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „იბერიული“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“.

ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად უძღვებოდა იაპონელი სომელიე  ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში - სომელიე სატორუ მორი.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული