Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.

„ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში, უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელზეც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

 „ხაშმის საფერავის“ დარეგისტრირების მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - „საქპატენტს“ განაცხადით გასულ წელს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მუშაობა შესაბამისი წარმოების სპეციფიკაციებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადების მიზნით.

„ხაშმის საფერავი“ (Saperavi Khashmi) წითელი მშრალი ღვინოა ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ხაშმის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, საფერავის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ხაშმის საფერავის” განსაკუთრებულ ღირსებას.

ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით გაუშენებიათ აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ საფერავის ჯიშის ყურძნიდან.

ღვინის ეროვნული სააგენტო დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის ფარგლებში „საქპატენტთან“ ერთად მუშაობას განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



თუ იცის ვინმემ, რას გულისხმობს ადგილწარმოშობა "კახეთი"? ადგილწარმოშობა კონკრეტულ ადგილს ენიჭება, რანაირად შეიძლება მთელი რეგიონის სახელით მოხსენიება, იქნებ ვინმემ ამიხსნათ.


ღვინო "კახეთი” – ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება "კახეთის” სპეციფიკურ ზონაში მოწეული რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძნისაგან,დურდოს სრული დადუღებით. რაც შეეხება იმას,თუ რა ფართობს მოიცავს მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი”, სტატიის დასაწყისსა და ბოლოში სხვადასხვა მონაცემებია მოყვანილი:) დასაწყისში სპეციფიკური ზონის ფართობად მითითებულია - 11300კმ2 სტატიის ბოლოში კი - 3100კმ2. წყარო: http://vinoge.com/mikrozonebi/adgilwarmoSobis-dasaxelebis-Rvino-kaxeTi


მადლობა, ვიპოვე სოფლების ჩამონათვალი.


ერთი საინტერესო დეტალი - ხაშმის საფერავით ცნობილ ღვინოებში გამოყენებულია ორი ჯიში - საფერავი და ბუდეშურისებრი საფერავი. იმედია, შესაბამის ნორმატიულ აქტში ეს თემა ასახულია. და თუ არ არის, ძალიან ცუდი. ცნობისათვის - ქართული ვაზის ჯიშის - ბუდეშურისებრი საფერავის ერთ-ერთი სინონიმი არის "ხაშმურა". ბუდეშურისებრი საფერავი (ყველაზე გავრცელებული სინონიმი - ბუდეშური საფერავი) ყველა ავტორიტეტულ ამპელოგრაფს აღწერილი აქვს დამოუკიდებელ ჯიშად და ყველა ხაზგასმით მიუთითებს, რომ საფერავისგან განსხვავებული ჯიშია.


გამარჯობათ.ბატონო ალეკო,თუ შეიძლება რომ დააკონკრეტოთ, ხაშმის საფერავის სახელწოდებით ცნობილი ღვინოების დაყენებისას ბუდეშურისებური საფერავთან ერთად დაწურული საფერავის მეორე ჯიშის სახელწოდება, რადგან, 1960 წელს გამოცემულ ამპელოგრაფიულ ნაშრომში ვაზთა ჯიშების ჩამონათვალში ცალკე ჯიში "საფერავის" სახელწოდებით არ გვხვდება.


თუ არ შეწუხდებით,იქნებ მიუთითოთ წყარო კონკრეტული სოფლების ჩამონათვალით.


ფარა რომ შემობრუნდება კოჭლი ცხვარი დროებით წინ მოექცევაო... ქალბატონი მაია ისაა, რომელიც ზუბსა და ოყურეშს ერთმანეთში ვერ არჩევს და ესაა ის ადამიანი, რომელსაც დღეს მიკროზონების დარეგისტრირება ევალება და ცოტა არიყოს წაუპლაგიატებს. (საერთოდ რაში ერკვევა ეს ქალი კიდევ საკითხავა). რაც შეეხება დათო მაღრაძის შემოქმედებას ეს იმათმაც კარგად იციან ვინც ცოტათი მაინცაა საქმეში ჩახედული. შარლატანების დროა!


ვინაა ეს "ქალბატონმა მაია" და თუ არის აზრზე, აქ რომ ილანძღება, ხომ არ აცდით თემას?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.