Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულ ქვევრებში დაყენებული მონტენეგრული ღვინო

რამდენიმე დღის წინ Total Montenegro News-მა, გამოაქვეყნა ლუბომირ ფილიპოვიცის სტატია ქართულ ქვევრებში დაყენებული მონტენეგრული ღვინის შესახებ (Montenegrian Wine In Georgian Kvevries).

მონტენეგროში, მარანი Lipovac-ი ქართული ღვინის დაყენების ტრადიციისამებრ წითელ მშრალ ღვინოს, ვრანაცს (Vranac), ქართულ ქვევრებში აყენებს.

Lipovac-ი 2014 წელს დაფუძნდა. მარანი სოფელ გრადანში მდებარეობს, სკადარის ტბის თავზე. ბალკანეთში მონტენეგრო ვრანაცით სახელგანთქმულია, მაგრამ Lipovac-ის მარანი პირველია, ვინც ქვევრში გადაწყვიტა ღვინის დაყენება. Lipovac-ის მფლობელებს სურდათ ხაზი გაესვათ იმ ფაქტისთვის, რომ საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის უძველეს კერად აღიარეს. ქართული მეღვინეობის ისტორიის პატივსაცემად, მარნის სადეგუსტაციო დარბაზი ფიროსმანით შთაგონებული ნახატებით გააფორმეს, სადაც ქართული სუფრის ტრადიციებია ნაჩვენები.

2015 წელს Lipovac-მა პირველი ღვინოები ჩამოასხა - ახალი იდეითა და კონცეფციით. ქვევრის ღვინოები კი Gea, Tellus, Harmoania, 2017 წლის მოსავლისაა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული