Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლონეთის ბაზარი - “ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

კიდევ ერთი სტრატეგიული ბაზარი საქართველოსთვის პოლონეთია და „ღვინის ეროვნული სააგენტოს” მიერ მომზადებულ 2020 წლის სამოქმედო გეგმაში მასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთში გარკვეულ წარმატებებს უკვე მივაღწიეთ. 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში 3,225,982 ბოთლი ქართული ღვინო შევიდა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოთლის საშუალო ფასი: 3,7 აშშ $-ია.

ბოლო 10 წლის მანძილზე გაყიდვები განუხრელად იზრდება, თუკი 2009 წელს 692,136 ბოთლი გავიდა პოლონეთში (სულ 1,887,765$ ღირებულების), წელს უკვე 11,957,54$-ის ღვინო გაიყიდა, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ფუნქციონირებს ქართული ღვინის ოფიციალური ვებ გვერდი, აქტიურია სოციალური მედია: FB, Instagram. ეთერში გადის გადაცემათა სერია და კონკურსები ახალგაზრდულ, მაღალრეიტინგულ რადიოებში: Radio ZET, Chilli ZET და ZET Gold. მნიშვნელოვანი რგოლია დეგუსტაცია-ფესტივალები, რომლებშიც კომპანიების გარდა იმპორტიორებიც მონაწილეობენ. დეგუსტაციები იმართება ღვინის ბარების, მაღაზიების წარმომადგენლებისთვისაც. ქართული ღვინოს სპეციალური სტენდები აქვს RadioZET, Chilli ZET და ZET Gold-ის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფესტივალებზე. პოლონეთში ასევე მიმდინარეობს კამპანია Made in Qvevri, რომელიც გულისხმობს ქვევრის შესახებ ვიდეო რგოლების დამზადებასა და გავრცელებას, ქვევრის ფესტივალს, ასევე პოლონეთში ქვევრში ღვინის დაყენებასა და სარეკლამო მიზნით ბოთლში ჩამოსხმას.

გაყიდვების ხელშეწყობის მხრივ ე.წ. Pop-up Store უნდა ვახსენოთ - ფუნქციონირებს ყოველწლიური კამპანიისთვის შექმნილი მობილური ქართული ღვინის სტენდი. გარდა ამისა, მოძრავი დეგუსტაციები იმართება მსხვილ სავაჭრო ქსელებში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული