Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიუ-იორკში ადგილობრივი მედიისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის თვე ნიუ-იორკში ქართული ღვინის დეგუსტაციით დაიწყო. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი  კონტრაქტორი კომპანიის, Tastingwork-ისა და მისი ხელმძღვანელის, ლიზა გრანიკის (MW) ორგანიზებული იყო. 

სამსაათიან დეგუსტაციას მედიისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, ასევე, ევროპული მეთოდით წარმოებული ღვინოები, სულ 22 კომპანიის პროდუქცია. ეს კომპანიებია: ამირან ვეფხვაძის საოჯახო მარანი, ნიკი ანთაძის საოჯახო მარანი, გოცაძეების საოჯახო მარანი, იაგოს ღვინო, ჯაყელების მეღვინეობა, ლაგვინარი, ორგო, ჩვენი ღვინო, ხოხბის ცრემლები, შალაურის მარანი, შავნაბადას მონასტრის ღვინოები, ბაგრატიონი, შატო მუხრანი, ქინძმარაულის მარანი, თელავის ღვინის მარანი, სარაჯიშვილი, შუხმან ვაინს ჯორჯია, შალვინო, შუმი, თელიანი ველი, ვინოტერა, ვაინმენი.

დეგუსტაციას ახლდა სემინარი ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ, რომელსაც ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი უძღვებოდა. 

უახლოეს მომავალში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ორი მნიშვნელოვანი დეგუსტაცია-სემინარი ჩატარდება საგანგებოდ მედიისა და სავაჭრო (იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნები, ბარები) სფეროს წარმომადგენლებისთვის, სან-ფრანცისკოსა (13 ოქტომბერი) და ვაშინგტონში (19 ოქტომბერი).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული