Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნახევრად ტკბილ თეთრ ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება

ახალი არ არის, რომ თეთრი ღვინო ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა სტატიაში ავტორი სწორედ ნახევრად ტკბილზე მოთხოვნას უსვამს ხაზს, რისი მოთხოვნის ზრდაც, როგორც ჩანს, თვალშისაცემია. 

სხვადასხვა ჯიშისგან წარმოებულ თეთრ ნახევრად ტკბილ ღვინოს გამაგრიელებლი და მსუბუქი გემური თვისებები აქვს, რაც ბევრისთვის მშრალ ან ტკბილ ღვინოზე უპირატესია. როგორც Enterprise Apps Today-ზე ვკითხულობთ, ვარაუდობენ, რომ თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინის გლობალური ბაზარი 2032 წლისთვის სავარაუდოდ 12,55 მლრდ. დოლარს მიაღწევს (2022 წლისთვის 6,9 მლრდ. დოლარს შეადგენს). მიზეზი მომხმარებლების მზარდი უპირატესობაა შედარებით ტკბილ და მსუბუქ ღვინოებზე, ამსათან, მოთხოვნა გაზრდილია დაბალალკოჰოლურ და უალკოჰოლო ღვინოებზეც. 

ნახევრადკტბილი თეთრი ღვინოების ბაზარზე რამდენიმე ძირითადი მწარმოებელია, როგორიცაა E & J Gallo Winey, Constellation Brands, Treaasury Wine Estates და Accolade Wines. ეს კომპანიები საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ ნახევრატკბილი ღვინოების მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის მაღაზიები, ბარები და “ბუტიკები” კვლავ აქტუალურია, ძალიან პოპულარული გახდა ონლაინ მაღაზიებიც, როგორიცაა Amazon, Wine.com, ViVino და ა.შ. ღვინის ონლაინ გვერდები განსაკუთრებით მოთხოვნადი, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, Covid-19 პანდემიისას გახდა.

ევროპა ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოების წამყვანი ბაზარია, სადაც დომინირებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ჩრდილოეთ ამერიკაც ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოების ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. თეთრი ნახევრადტკბილი ღვინის ყველაზე სწრაფი ზრდა კი აზიაშია მოსლოდნელი, რადგან მოთხოვნა განსაკუთრებითაა გაზრდილი ჩინეთში, იაპონიასა და ინდოეთში. ინტერესი მზარდია შუა აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაშიც. 

Fact.MR-ის ანგარიშის მიხედვით 2016 წლიდან 2020 წლამდე ზოგადად თეთრი ღვინის ბაზარი 36 მლრდ. დოლარით გაიზარდა. მწარმოებლები უფრო და უფრო მეტ ექსპერიმენტებს ატარებენ, სწორედ ამიტომ, თეთრი ღვინის ინდუსტრია ცვლილებებს განიცდის. მსოფლიოში გაზრდილია თეთრი ღვინის ყოველდღიური მოხმარებაც, რაც კიდევ უფრო თვალსაჩნოს ხდის მის სამომავლო წარმატებას ღვინის გლობალურ ბაზარზე. 

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული